საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო ირანში უფლებრივ მდგომარეობაზე გაეროს რეზოლუციის კენჭისყრაში

ფოტო: ტვიტერი
504
წაკითხვა
9
გაზიარება
გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა რეზოლუციის პროექტი 16 ნოემბერს დაამტკიცა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რეზოლუციას 78 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 28 წინააღმდეგი იყო, 68-მ კი თავი შეიკავა. რაც შეეხება საქართველოს, მას პროექტის კენჭისყრაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია.
- გაერო მოუწოდებს ირანს, შეწყვიტოს გადამეტებული ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.
- მიმდინარე წელს, თითქმის ორთვიანი ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების შედეგად, 15 000-ზე მეტი ირანელი დააკავეს და რამდენიმე ასეული მოკლეს.
- ირანის სასამართლომ ერთ-ერთ აქციის მონაწილეს სასიკვდილო განაჩენიც კი გამოუტანა.
დეტალები: დღეს, 21 ნოემბერს დროას წევრმა, გიგა ლემონჯავამ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ კენჭისყრის დროს საქართველოს წარმომადგენლობამ დარბაზი დატოვა.
- მისი განცხადებით, ცივილიზაციების დაპირისპირებაში ქართულმა ოცნებამ აირჩია ავტორიტარიზმის გზა.
- "ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის ნებას, რადგან იგი ქვეყანას თავისუფლებისა და ევროატლანტიკურ გზაზე გაძღოლის მაგივრად რუსული ტიპის ავტორიტარიზმში ითრევს";
- "ქართული ოცნება ემეგობრება მათ, ვისაც ემეგობრება რუსეთი, ხოლო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ლანძღავს ისევე, როგორც რუსეთი", — აღნიშნა მან.
On.ge დამატებითი ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.
- უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები