მონასტერში მომხდარ დანაშაულს ეპისკოპოსი სვიმეონიც "ეკლესიაზე თავდასხმებს" უკავშირებს
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონის აზრით, ცხრამუხის მონასტრის მონაზვნის გაუპატიურება და ძალადობა პირადად მასზე და ეკლესიაზე თავდასხმის შედეგია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ხაშურში, დედათა მონასტერს 2 პირი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდა. თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ მონასტრის წინამძღვარს და მონაზვნებს, ერთ-ერთი მონაზონი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
- საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ კი მომხდარი "მასმედიის მიერ წარმოებულ ანტიეკლესიურ პროპაგანდას" დაუკავშირა.
- მისი აზრით, ფემიციდისა და გაუპატიურების დანაშაულები ეკლესიის კრიტიკამ გამოიწვია.
დეტალები: ეპისკოპოსმა სვიმეონმა ჯაღმაიძის ნათქვამი განავრცო და თქვა, რომ არა მარტო ტელევიზიების, "ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის" შედეგია ის, რაც მოხდა.
- "მოგეხსენებათ, წინა დღეებში იყო თავდასხმა ეკლესიაზე, პირადად ჩემზე, მრავალ სასულიერო პირზე და მოჰყვა კიდევაც ეს, შედეგმა არ დააყოვნა".
- "ეს არ არის შემთხვევითი ფაქტი, ეს შემთხვევით არ მომხდარა", — ასე ფიქრობს ეპისკოპოსი.
- "მადლობა ღმერთს... მე ამას როგორ უნდა ვიძახდე, მაგრამ ეკლესიის შეურაცხყოფამ რაც მოიტანა, კარგად დაანახა საზოგადოებას, ამდენ დევნას რა მოჰყვება, როგორი სიძულვილი და წაქეზება მოჰყვება, რომ ეკლესიასა და მონაზვნებზე როგორ უნდა წააქეზო გაჭირვებული ადამიანები".
შეფასებები: მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დაკავშირება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს.
- სახალხო დამცველის, ნონო ლომჯარიას თქმით, მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების მედიაზე გადაბრალება საშიში და არასწორია.
- "ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა", — დაწერა ლომჯარიამ.
გარდა ამისა, ჯაღმაიძის განცხადებას გამოეხმაურა პარტია გირჩი — მეტი თავისუფლებასც.
-
"მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი იმისათვის რომ ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მომხდარი საშინელი ძალადობის ფაქტი დააბრალო მასმედიის "ანტიეკლესიურ კამპანიას". ამისთვის პირველ რიგში საჭიროა სინდისი არ გქონდეს საერთოდ";
-
"იქნებ ეს ტრაგედია იმის ბრალია რომ მედიამ კი არა, თქვენ, საპატრიარქომ, მოახდინეთ ქრისტიანობის სრული პროფანაცია და ქრისტეს ეკლესია აქციეთ ძალადობის მთავარ მქადაგებელ, "გამპრავებელ" და დამორგანიზებელ ინსტიტუტად?" — წერს პარტია.
არქივიდან: 15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა ძვირადღირებული მანქანა შეიძინა. თავად თქვა, რომ Toyota Land Cruiser მრევლმა აჩუქა.
- მისივე თქმით, საჩუქარი მიიღო, რადგან "აღარც გზაში დარჩეს და ამხელა საქმესაც ნორმალურად ემსახუროს".
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები