ICC-ის პროკურორი სამხედრო დანაშაულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის წინააღმდეგია

ფოტო: AP News
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი, კარიმ ხანი ეწინააღმდეგება ევროკავშირის წინადადებას სპეციალური სამხედრო ტრიბუნალის შექმნის შესახებ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გაეროს მიერ მხარდაჭერილი სპეციალური ტრიბუნალი უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების დასასჯელად უნდა შეიქმნას.
- პროკურორის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს რესურსი ეფექტურად გაუმკლავდეს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს და დამატებით ტრიბუნალის შექმნა ამისთვის საჭირო არ არის.
- თუმცა, ჰააგაში დაფუძნებული სასამართლო უკვე იძიებს უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს, მაგრამ არ შეუძლია რუსეთის მიერ სუვერენულ ქვეყანაში შეჭრის ფაქტის გამოძიება.
- რუსეთის ხელისუფლება არ არის რომის სტატუტის ხელმომწერი, — ხელშეკრულების, რომელსაც ეფუძნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო.
- ლატვიის პრეზიდენტმა "საერთაშორისო სამართალში ხარვეზი" უწოდა იმ ფაქტს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ჯერ კიდევ არ შედის არც ერთი საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების კომპეტენციაში.
დეტალები: ხანმა აღიარა, რომ ICC ვერ შეძლებს პუტინის დევნას აგრესიის დანაშაულისთვის, მაგრამ რუსი მაღალი თანამდებობის პირები შეიძლება, გაასამართლონ ომის დანაშაულებისთვის ან გენოციდისთვის.
- ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი იმუშავებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მიიღონ "ყველაზე ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა" ტრიბუნალისთვის.
კონტექსტი: უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში 46 523 ომის დანაშაულია რეგისტრირებული, რომელიც მოიცავს ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას, აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას, დაწყებას, წარმოებას, ომის პროპაგანდას და ა.შ.
- უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ მოითხოვა რუსეთის საომარი დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური საომარი ტრიბუნალის შექმნა.
- ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსმა მხარი დაუჭირა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის იდეას და განაცხადა, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა სამართლებრივი თვალსაზრისით შესაძლებელია და ამას პოლიტიკური ნება სჭირდება.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები