გია ვოლსკი

16 Dec. 2022, 13:49

რაღაც ანომალიური ქმედებებია ზოგადად. მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა არის საგანგებო მიზანი, ეგ ერთი. მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის არდავიწყება — ეგ მეორე მიზანია და გარკვეულწილად, აქვს ამას ნიშანი იმისა, რომ პარლამენტიდან გასვლის მოთხოვნა არ იყოს აქტუალური თემა, რადგან პარლამენტის წევრის შიმშილობა, რასაკვირველია, მართლაც საყურადღებოა და პიარულად საკმაოდ გაყიდვადია, თუ კი აი, ამ თემასაც მიაქცევს ყურადღებას ის კომპანია, რომელიც სპეციალურად ჰყავთ დაქირავებული სააკაშვილის თემის გასაცხელებლად.

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, გია ვოლსკიმ ნაციონალური მოძრაობის მოშიმშილე დეპუტატების შესახებ. 15 დეკემბერს, ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით, ენმ-ის დეპუტატებმა, ანი წითლიძემ, აბდულ ისმაილოვმა და დავით კირკიტაძემ პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს. მოშიმშილეებს დღეს ენმ-ის წევრი, თემურ ჯანაშიაც შეუერთდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ

რა ხდება: 2024 წლის 30 აპრილის აქციის დარბევის ღამეს, როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, და როგორც ამ…