10 წიგნი, რომელიც საბას აპლიკაციაში წელს ყველაზე პოპულარული იყო
წლის ბოლო, როგორც წესი, შეჯამებების დროა. დეკემბრის მიწურულს ვიგებთ ხოლმე, რას უსმენდნენ, უყურებდნენ და კითხულობდნენ ბოლო 12 თვის განმავლობაში ყველაზე ხშირად. საინტერესოა ისიც, რომელ წიგნებს ანიჭებდნენ უპირატესობას ქართველი მკითხველები 2022-ში. ელექტრონული წიგნების აპლიკაციაში საბა წლის 10 ყველაზე პოპულარული წიგნის ჩამონათვალია განთავსებული.
10. შარლოტა ბრონტეს მასწავლებელი (აუდიოწიგნი)
მასწავლებელი ინგლისელი კლასიკოსის, შარლოტა ბრონტეს, პირველი რომანია, რომელიც მსოფლიოში მასზე ბევრად სახელგანთქმულ ჯეინ ეარამდე დაიწერა. თუმცა, წიგნის გამოცემაზე უარი არაერთმა გამომცემლობამ თქვა; საბოლოოდ კი, მასწავლებელმა დღის სინათლე მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ, 1857 წელს, იხილა.
9. რიუნოსკე აკუტაგავას ხელოვნებით შეპყრობილი (აუდიოწიგნი)
იაპონური მოთხრობის ფუძემდებლად მიჩნეულმა რიუნოსკე აკუტაგავამ ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. ავტორის შემოქმედება 150-ზე მეტ მოთხრობას მოიცავს. ერთ-ერთი მათგანი კი, ხელოვნებით შეპყრობილი, რომელიც საბას ათეულშიც მოხვდა, გამომცემლობა პალიტრა L-მა გამოსცა სერიაში ერთი მოთხრობა.
8. ეკჰარტ ტოლეს აწმყოს ძალა (აუდიოწიგნი)
გერმანელი მენტორისა და ავტორის ეს წიგნი ჯერ კიდევ წინა საუკუნის მიწურულს გამოიცა, თუმცა, დღემდე პოპულარულ საკითხავად რჩება. თავის დროზე წიგნს რეკომენდაცია გაუწია ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმაც, რის შემდეგაც აწმყოს ძალა The New York Times-ის ბესტსელერი გახდა, ითარგმნა 33 ენაზე და მილიონობით ეგზემპლარად გამოიცა მსოფლიოში.
7. თინათინ ბერიძის მეორე შანსი
თანამედროვე ქართველი ავტორის გამოჩენა ამ სიაში ნამდვილად სასიხარულოა. თინათინ ბერიძე პროექტის გახდი ბესტსელერის ავტორი გამარჯვებულია, რომლის სადებიუტო რომანი, მოპარული სიყვარული, მართლაც იქცა ბესტსელერად. ბესტსელერი გახდა მისი გაგრძელებაც, მეორე შანსი, რომელიც წელს გამოიცა.
6. ნათია ჯაგოდნიშვილის შეცდომა
გახდი ბესტსელერის ავტორის გამარჯვებულია კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ავტორი, ნათია ჯაგოდნიშვილი, რომელიც მოთხრობებს ადრეული ასაკიდანვე წერდა და აქვეყნებდა. შეცდომა ჯაგოდნიშვილის მეორე გამოცემული რომანია. მწერლის პირველი წიგნი — ცდუნება — თავის დროზე ასევე გახდა ბესტსელერი.
5. ჰექტორ გარსიას და ფრანსესკ მირალესის იკიგაი (აუდიოწიგნი)
აწმყოს ძალის შემდეგ, ეს ამ სიაში კიდევ ერთი წიგნია, რომელიც ეგრეთ წოდებულ თვითგანვითარების კატეგორიას განეკუთვნება. იკიგაი იაპონური კონცეფციაა, რომელიც, როგორც ამბობენ, ადამიანებს ცხოვრებისეული მიზნის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ამ წიგნში მისი სხვადასხვა ტექნიკაა მოცემული.
4. ჯორჯ მარტინის ცეცხლი და სისხლი
ამერიკელ ტოლკინად წოდებული ფანტასტი ავტორის ამ რომანს ქართველი მკითხველი განსაკუთრებულად ელოდებოდა. ამდენად, სიაში მისი დანახვა გასაკვირი არაა. წიგნში მოქმედება მარტინის მკითხველებისთვის კარგად ნაცნობი ვესტეროსის შვიდი სამეფოს სამყაროში ხდება და ტარგარიენების საგვარეულოს ამბავს მოგვითხრობს.
3. ჰექტორ გარსიას და ფრანსესკ მირალესის იკიგაი
არა, შეცდომა ნამდვილად არაა. უბრალოდ, ათეულში ამ წიგნის ორი ვერსია მოხვდა — ელექტრონული და აუდიო.
2. ჯორდან პეტერსონის ცხოვრების 12 წესი (აუდიოწიგნი)
თვითგანვითარების კატეგორიას ეკუთვნის კანადელი ფსიქოლოგის ეს წიგნიც. არაერთი საკამათო და პროვოკაციული განცხადებით ცნობილი ავტორის ტექსტი მკითხველს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული რჩევების მიცემას ჰპირდება.
1. ჯორჯ ორუელის ცხოველების ფერმა (ინგლისურენოვანი აუდიოწიგნი)
არც ცნობილ ინგლისელ მწერალს და არც მის ამ ნაწარმოებს განსაკუთრებული წარდგენა ალბათ არ სჭირდებათ. სატირულ-ალეგორიული ტექსტი რომ საბჭოეთის ერთგვარი ანარეკლია, ეგეც არაა მაინცდამაინც უცნობი ფაქტი. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ საბას ათეულის სათავეში ამ წიგნის ინგლისურენოვანი ვერსია აღმოჩნდა — პლატფორმიდან წელს ის თითქმის 1300-ჯერ ჩამოტვირთეს.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები