რატომ არის მნიშვნელოვანი ქვიარ წყვილის გამოჩენა ქართულ სერიალში
როგორც იტყვიან, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის წარმატებულ პროექტში, ქართულ სერიალში სიყვარულს მიღმა, პირველად გამოჩნდა ქვიარ წყვილი, რაც მაყურებელთა ნაწილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. პროექტის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ ამ გაბედული ნაბიჯის გადადგმას, გასაკვირი არაა, რომ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, მით უმეტეს, რომ სერიალის აუდიტორია მრავალათასს მოიცავს.
21-ე საუკუნის მესამე ათწლეულში კინო და სერიალების ინდუსტრია მსოფლიოში კვლავ თავდასხმის სამიზნე ხდება. მთელ რიგ ქვეყნებში სცენებს ფილმებიდან და სერიალებიდან სხვადასხვა მიზეზით ჭრიან, ან უარესი — საერთოდ კრძალავენ ჩვენებას. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გარდამტეხ პერიოდში სერიალების ქართველმა შემქმნელებმაც გადაწყვიტეს, ტაბუ დაერღვიათ და ეჩვენებათ "არამეინსტრიმული" ურთიერთობა, რომლის ასახვასაც წინათ ბევრი გაურბოდა.
და მაინც, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ეკასა და ქეითის წყვილის გამოჩენა სერიალში?
პოზიტიური ქვიარ რეპრეზენტაციის მნიშვნელობა
როგორია ქვიარ რეპრეზენტაცია სერიალების ქართულ ინდუსტრიაში? პასუხი მარტივია და გულდასაწყვეტი — არცთუ სახარბიელო. გასაკვირი არც ესაა, რადგან ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, ჰომოფობია კვლავ რჩება ერთ-ერთ მწვავე პრობლემად, ლგბტქ ადამიანებს კი არცთუ იშვიათად საბაზისო უფლებების დაცვისთვის უწევთ ბრძოლა. ამასთან, სოციუმში ფესვგადგმული სტერეოტიპები კიდევ უფრო აბრკოლებს პოზიტიურ ცვლილებებს ამ მიმართულებით.
ამდენად, ქართულ რეალობაში ქვიარ რეპრეზენტაციის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სტერეოტიპების დამსხვრევა შეიძლება იყოს. წინა ათწლეულებში გადაღებულ ქართულ სერიალებში ლგბტქ პერსონაჟებს თითქმის ვერ შეხვდებით. მეტიც, ეს თემა იმდენად ტაბუირებული გახლდათ, რომ ქვიარ თემა მხოლოდ კომიკურ კონტექსტში ჩნდებოდა — რაც გავრცელებულ სტერეოტიპებს ეფუძნებოდა და, თავის მხრივ, უფრო ამყარებდა კიდეც მათ. ეს უარყოფითი ქვიარ რეპრეზენტაციაა.
სხვა სერიალებისგან აუცილებლად უნდა გამოვყოთ ჩემი ცოლის დაქალები, სადაც არა მხოლოდ გამოჩნდნენ ქვიარ პერსონაჟები, შემოქმედებითმა ჯგუფმა ზედმიწევნითაც ასახა განსხვავებული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების ყოველდღიურობა.
აი, აქ უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი "მისია" — ხილვადობის გაზრდა. ჰეტეროპატრიარქატულ საზოგადოებებში ამ სისტემისთვის რაიმე ნიშნით განსხვავებულ ადამიანებს საუკუნეების განმავლობაში შლიდნენ ისტორიიდან, რამაც დღეს აქტუალური ისეთი თემების ტაბუირებას შეუწყო ხელი, როგორიც ფემინიზმი და ლგბტქ საკითხებია. ამის შედეგად, ქალების ან ქვიარ ადამიანების სათანადოდ წარმოჩენა ფილმებსა და სერიალებში დღემდე პრობლემური ამბავია.
წინათ ცდილობდნენ, ლგბტქ ადამიანების ისტორიები დამახინჯებით წარმოეჩინათ. ეს ერთგვარად Whitewashing-ს, ანუ "გათეთრებას" ჰგავს, როცა არათეთრკანიანების როლებს თეთრკანიანებით ანაცვლებენ. შედეგად კი იქმნებოდა რეალობას აცდენილი ისტორია, რომელიც მომავალში მავანს იმის თქმის საფუძველს მისცემდა, რომ ჰომოფობია 21-ე საუკუნის ყურით მოთრეული პრობლემაა.
ქვიარ ხილვადობის და რეპრეზენტაციის გაზრდა, ერთი მხრივ, სტიგმებს შლის, მეორე მხრივ კი, ლგბტქ ადამიანებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, ეხმარება, იპოვონ მისაბაძი გმირები, ან, უბრალოდ, პერსონაჟები, რომელთანაც თავს გააიგივებენ. ეს კი განსაკუთრებით საგულისხმოა, რადგან გარემო ქვიარ ახალგაზრდებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებისგან უფრო დაუცველად აქცევს. ამდენად, მათთვის ფილმებისა და სერიალების მეშვეობითაც მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ მარტონი არ არიან.
ქამინგ აუთი და გარშემომყოფების რეაქცია
გარდა იმისა, რომ ქვიარ წყვილის ქართულ სერიალში გამოჩენის ფაქტია აღსანიშნი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ მიუდგნენ სერიალის შემქმნელები ქვიარ ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული მომენტის, უახლოეს ადამიანებთან დაქამინგაუთების, გადმოცემას.
უპირველესად, თვალშისაცემი ისაა, რომ ეკას პერსონაჟი მთლად საკუთარი ნებით არ დაქამინგაუთებულა. ეს დიდწილად პარტნიორის მხრიდან ირიბი ზეწოლის შედეგი იყო. რასაკვირველია, იძულებითი ქამინგ აუთის ბევრად ცუდი ვარიანტებიც არსებობს, თუნდაც ეგრეთ წოდებული აუთინგი, როცა პირის ნებართვის გარეშე ხდება მისი იდენტობის გაცხადება. თუმცა, სერიალის შემქმნელებმა, ამასთან ერთად, ხაზი გაუსვეს კულტურული გარემოებებისა და სხვაობის მნიშვნელობას. "ეს კანადა არაა", — ეუბნება ეკა თავის უცხოელ პარტნიორს და მიანიშნებს, რომ მისი მშობლებისა და მეგობრების რეაქცია ქეითის მოლოდინებს შეიძლება სულაც არ დაემთხვეს.
აი, მშობლების რეაქცია კი, შესაძლოა, სწორედაც რომ მათივე მოლოდინების ბრალი აღმოჩნდეს. სერიალში კარგადაა ნაჩვენები, რომ ეკას ოჯახში, ერთი შეხედვით, იდილიური სიტუაციის მიუხედავად, მასზე გამუდმებული ზეწოლაა, მალე დაოჯახდეს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მოლოდინი მათ ნამდვილად არ აქვთ ეკას ძმისადმი, რომელიც ასევე "დასაოჯახებელია".
საინტერესოა ისიც, რომ სერიალში ხაზი აქვს გასმული ჰეტერონორმატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ კიდევ ერთ ჩვეულებას — ანგარიშმიუცემლად იმის განსაზღვრა ან ვარაუდი მაინც, რომ ახლო მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი კაცი და ქალი წყვილია. ამის დაშვება კი, ცხადია, კიდევ უფრო ამძაფრებს მოულოდნელობის რეაქციას ქამინგ აუთზე.
"ექვსი წლიდან ერთად ვართ და ახლა უნდა ვიგებდე მაგის ამბებს, თან ასეთს?!", — ამბობს ეკას ორი უახლოესი მეგობრიდან ერთ-ერთი, მარიამი, როცა ისინი მისი თანდასწრების გარეშე განიხილავენ ამბავს.
საინტერესო სწორედ ის გახლდათ, რომ ამ სცენით სერიალის შემქმნელებმა კონტრასტულად გვაჩვენეს ორი სხვადასხვა რეაქცია ქამინგ აუთზე. იმის მიუხედავად, რომ ანაც და მარიამიც ეკასთვის თანაბრად ახლო მეგობარია, ერთი მათგანისთვის მისი იდენტობა ურთიერთობაში არაფერს ცვლის — მეტიც, ცდილობს, ახსნას, რატომ მალავდა იგი მას. თუმცა, მარიამს, რომელიც, ეკას თქმით, დისტანცირდა, აშკარად ეტყობა, რომ ამ ფაქტს ძნელად ეგუება; მეტადრე იმას, რომ მეგობარი უფრო ადრე არ დაქამინგაუთებულა მათთან.
"აბა, ერთი წუთით წარმოიდგინე, იმ პერიოდში ეკას რამე რომ ეთქვა, რა ამბავი ატყდებოდა", — უხსნის ანა მარიამს, როცა ეს უკანასკნელი იხსენებს, როგორ იგონებდა ეკა სკოლის პერიოდში, თითქოს ბიჭები მოსწონდა.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუნდაც მარიამის რეაქცია ისეთი მძაფრი არაა, როგორსაც რეალობაში აწყდებიან ხოლმე ქვიარ ადამიანები ქამინგ აუთის შემდეგ. მეგობრების დაკარგვაზე რომ არაფერი ვთქვათ, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ოჯახის წევრებიც წყვეტენ ურთიერთობას განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებთან.
ასე რომ, ქართულ სერიალში ქვიარ წყვილის გამოჩენა ნამდვილად ღირსშესანიშნავი ამბავია. დასაფასებელია სერიალის შემოქმედებითი ჯგუფის გამბედაობაც, შეხებოდნენ ჩვენს საზოგადოებაში ტაბუდადებული თემებიდან ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსურ საკითხს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის წარმატებული სერიალი სიყვარულს მიღმა, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო, მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემებს, მაგალითად, ლუდომანიას, აქამდეც შეხებია. მეორე სეზონის ბოლო სერიებში ასევე ვნახეთ, რომ სერიალის შემქმნელები კიდევ ერთი მწვავე პრობლემას, სექსუალურ შევიწროებას, წარმოაჩენენ. ამდენად, იმედი ვიქონიოთ, რომ პროექტის მიერ ამ და სხვა თემების შესაფერისად წარმოჩენა მაყურებელს დააფიქრებს და გრძელვადიან პერსპექტივაში წვლილსაც შეიტანს საზოგადოებაში სწორი ღირებულებებისა და მიდგომების ჩამოყალიბებაში.
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
კომენტარები