გრინსერვისი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის სამუშაოები შეასრულა, მერიის 2 ტენდერში მონაწილეობს
განახლება: თავდაპირველად სათაურში მითითებული იყო, რომ გრინსერვისმა ტენდერი მოიგო, მაგრამ ოფიციალურად ხელშეკრულება ჯერ ატვირთული არ არის. მერიაში და კომპანიაში განმარტავენ, რომ ტენდერი ჯერ შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. On.ge ბოდიშს უხდის მკითხველს არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისთვის.
ინფორმაცია გრინსერვისის მონაწილეობის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნდა და On.ge-ის თბილისის მერიამ დაუდასტურა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2022 წლის 12 ოქტომბერს თბილისის მერიამ ვაკის პარკის შადრევანი საზეიმოდ გახსნა, 13 ოქტომბერს კი შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო 2 ბავშვი დაშავდა.
- პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია გრინსერვისი+ ასრულებდა, რომლის დამფუძნებლის, ლაშა ფურცხვანიძის წინააღმდეგ, 2013 წელს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
- შადრევნის ოფიციალურად დოკუმენტაციაში წერია, რომ გრინსერვისი+-მა ჩააბარა, ხოლო მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მიიღო მშენექსპერტის ინსპექტირების ანგარიშით დადასტურებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები — თუმცა უსაფრთხოების დასკვნა ნახსენები არ არის.
- გამოძიების თანახმად, ლაშა ფურცხვანიძემ შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.
- საქმეზე ბრალი წაუყენეს 9 პირს, მათ შორის გრინსერვის+-ის დირექტორს, კომპანიის სამუშაოთამწარმოებელს და 1 თანამშრომელს — ყალბი დოკუმენტების დამზადებაზე და გულგრილობაზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
- აღკვეთის ღონისძიების სახით ყველა დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა.
დეტალები: გრინსერვის პლიუსის ახალი ტენდერების ჯამური თანხა 9 995 000 ლარია.
- კომპანიამ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოები უნდა შეასრულოს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 6 850 000 ლარი გამოიყოფა.
- ხოლო მეორე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები კეთილმოწყობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენას გულისხმობს, რომლისთვისაც 3 145 000 ლარი დაიხარჯება.
- კომპანია ორივე ტენდერში ერთადერთი მონაწილეა — ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის, რადგან შერჩევა-შეფასების ეტაპს გადის.
- თუმცა ატვირთულია დოკუმენტი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ.
თბილისის მერიაში On.ge-ს უთხრეს, რომ მერია არ და ვერ ჩაერევა სატენდერო პროცესში, რადგან ტენდერი ტარდება მხოლოდ და მხოლოდ შესყიდვების კანონის და წესების შესაბამისად, ელექტრონული სისტემის საშუალებით.
- "შესყიდვების მიხედვით, კომპანია გრინსერვისი + არ აქვს შესყიდვებში მონაწილეობის უფლება შეზღუდული, ამდენად თბილისის მერია უფლებაშეზღუდულია, მიანიჭოს პრიორიტეტი ან უარი უთხრას რომელიმე მონაწილე კონპანიას საკუთარი შეხედულებების მიხედვით", — განგვიმარტეს უწყებაში.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები