DRI-ს შეფასებით, მოძალადე ჯგუფების თავდასხმები ხელისუფლების წახალისებულია
ასე გამოეხმაურა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ყვარელში მომხდარ ფაქტს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, 15 იანვარს ყვარელში საჯარო ლექციის ჩასატარებლად ჩასულ ლევან ბერძენიშვილს ძალადობრივმა ჯგუფებმა არ მისცეს ევრო-ატლანტიკური ცენტრის შენობაში შესვლის და ლექციის ჩატარების საშუალება.
- შეკრებილები ამბობდნენ, რომ "ერეკლე მეფის მოღალატედ შერაცხავს" კახეთში არ ელოდნენ. როგორც ბერძენიშვილი ფორმულასთან ამბობს, ალტ-ინფოს ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ეს პირები პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფების, ალტ-ინფოს წევრები იყვნენ.
DRI-ს განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ხშირად ხდებიან მმართველი პარტიის წახალისებული მოძალადეების სიტყვიერი ან/და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი.
- "ხელისუფლებამ 2021 წლის 5 და 6 ივლისს ჩადენილი ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობით, თავისუფლად მოქმედებისკენ წაახალისა მოძალადე ჯგუფები";
- "ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო ორგანოების არაეფექტური მოქმედებამ გააძლიერა ეჭვი, რომ ხელისუფლება შეიძლება თავისი პარტიული მიზნებისთვის იყენებდეს მოძალადე ჯგუფების ორგანიზატორებს", — აღნიშნავს ორგანიზაცია.
გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ყვარელში მომხდარი თავდასხმის დროს, შეკრებილებს შორის შენიშნეს საჯარო მოხელეები, რაც მიანიშნებს, რომ ხელისუფლების მისამართით კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების აქტები სავარაუდოდ ხელისუფლების წახალისებულია.
- "ამ დრომდე ხელისუფლების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთაგან არავინ გამოხმაურებია ყვარელში მომხდარ თავდასხმას, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საგანგაშო შემთხვევაა";
- "გამოხატვის თავისუფლების დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. სახელმწიფო ვალდებულია, ყველას მიეცეს შესაძლებლობა, თავისუფლად და უსაფრთხო გარემოში გამოითქვას აზრი და არაძალადობრივად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა მოვლენის მიმართ";
- "ყვარელში მომხდარი თავდასხმის დროს აშკარა იყო სამართალდამცავების უმოქმედობა. გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ უზრუნველყვეს ლევან ბერძენიშვილის გადაადგილების თავისუფლება და შენობაში უსაფრთხოდ შესვლა";
- "თავდამსხმელების ჯგუფი რამდენიმე ათეული ადამიანისგან შედგებოდა. სამართალდამცავების შედარებით მეტი რაოდენობით მობილიზაციის და/ან სათანადო მოქმედების შემთხვევაში, ისინი შეძლებდნენ ლევან ბერძენიშვილის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას".
ორგანიზაციის შეფასებით, სამართალდამცავების განზრახ უმოქმედობამ ხელი შეუწყო მოძალადე ჯგუფებს, მიეღწიათ მიზნისთვის და შეეზღუდათ ლევან ბერძენიშვილის გამოხატვის თავისუფლება.
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
- უარი თქვას მოძალადე ჯგუფების წახალისების აშკარა პრაქტიკაზე;
- ხელისუფლების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა არაორაზროვნად და ცალსახად დაუჭირონ მხარი გამოხატვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობას;
- სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და მყისიერად მოახდინონ რეაგირება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევებზე.
გამოხმაურებები: დროას ლიდერი ელენე ხოშტარიას განცხადებით, "ტყუილია, თითქოს ყვარელმა არ მიიღო ლევან ბერძენიშვილი, პირიქით, მას იქ ელოდებოდნენ, რის გამოც დააორგანიზეს ხალხი".
- ხოშტარია გამოდის ინიციატივით, დაორგანიზდნენ და გაემგზავრონ ყვარელში, რათა მოუსმინონ და მსურველებს მოასმენინონ ლევან ბერძენიშვილის ლექცია.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები