ივანიშვილი Credit Suisse-თან დავაში ისევ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს
ახალ სტატიაში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ამბობს, რომ Credit Suisse-ისთან დავა "მალევე გასცდა სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური სახე მიიღო".
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2022 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-ს ბერმუდის სასამართლოში $600-მილიონიანი დავა მოუგო.
- სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს ივანიშვილისთვის თანხის ანაზღაურება დაეკისრა.
- ივანიშვილი ახლა Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიას უჩივის, რომელმაც, მისი თქმით, თანხის გადაცემა შეაფერხა.
- ბანკმა თანხის გადარიცხვის შეფერხება აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური გარემოთი ახსნა, შემდეგ კი ივანიშვილს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე კითხვები გაუგზავნა.
- ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრზე ზეწოლად შეაფასეს.
ივანიშვილზე სტატია 25 იანვარს ერთი და იმავე სათაურით, რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალებაზე გამოქვეყნდა, თუმცა მითითებულია, რომ ის პრესრელიზია და ფასიანად განთავსდა.
- სტატიის — "საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში" — პირველწყაროდ ყველა მედიაზე მითითებულია CS Victims, თუმცა არ ჩანს, ვინ არის ავტორი.
- CS Victims პოზიციონირებს, როგორც Credit Suisse-ს მიერ დაზარალებული კლიენტების შექმნილი პლატფორმა.
- გავრცელებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმე, რომელიც 7-წელზე მეტია ჩართულია Credit Suisse-ისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავებში, "ფართოდ გაშუქდა მედიის მიერ, მათ შორის შვეიცარიაშიც", სადაც კლიენტებთან ურთიერთობების "მსჯავრდებულმა მენეჯერმა ჩაიდინა თაღლითობა და არასწორი მენეჯმენტი".
რას ამბობს ადვოკატი: მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკითხი მოგვარდა იურიდიული გზით დიდი ძალისხმევის გამოყენებით, მთავარი პრობლემა, როგორიცაა თანხებზე წვდომა კვლავაც ძალაში რჩება და ამას როგორც არაფორმალურ სანქციებს ისე განიხილავენ.
- "ეს თანხები არ არის დაკავშირებული შვეიცარიაში, ბერმუდისა და სინგაპურში მიმდინარე სამართლებრივ დავებთან, მაგრამ ეხება იმ თანხებს, რომლებიც გადაურჩა Credit Suisse-ის არასწორ მენეჯმენტს და თაღლითობას";
- "ამ თანხების უმეტესი ნაწილი გადაირიცხა სხვა შვეიცარიულ ბანკში, მაგრამ დაახლოებით 5% ფორმალური მოთხოვნის საფუძველზე დარჩა Credit Suisse-ში მიმდინარე დავების ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის", — წერს ადვოკატი.
გარდა ამისა, ადვოკატი აღნიშნავს, რომ აქტივები იმართებოდა და იმართებოდა ორი ტრასტის, ფინანსური სტრუქტურის მეშვეობით, რომლებსაც რეკომენდაცია ივანიშვილისთვის Credit Suisse-მა გაუწია.
- "ერთი ტრასტი მდებარეობს სინგაპურში, ხოლო მეორე ტრასტი გერნსის კუნძულების იურისდიქციაში იმყოფება (ექვემდებარება ბრიტანეთს) და ეს უკანასკნელი მართავს დარჩენილ თანხებს Credit Suisse-ში";
- "გასათვალისწინებელია ნიუანსი, რომ ბანკის თანხმობის გარეშე ტრასტის დახურვას დასჭირდება რთული იურიდიულ პროცედურა და მიუხედავად იმისა, რომ აქტივების უმეტესი ნაწილი გადაეცა სხვა ბანკს, ტრასტს მაინც მართავს Credit Suisse-ის მიერ დანიშნული რწმუნებულები და თანხის გადახდა ბენეფიციარების სურვილის შესაბამისად მიმდინარეობდა";
- წერილში რუსეთის ომი უკრაინაში, მოხსენიებულია კონფლიქტად და ნათქვამია, რომ "კონფლიქტის დაწყების დღიდან ბენეფიციარებს შეექმნათ სერიოზული დაბრკოლებები".
- "მათ შორის გადახდების შეფერხება და თანხებზე წვდომის სრული დაბლოკვა. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ეს ქმედებები წარმოადგენს არაფორმალურ სანქციებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
კომენტარები