რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტრო 2 თვით, ივნისი-აგვისტოს შუალედში, დაიკეტება
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, პირველ თებერვალს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კალაძის თქმით, მეტრო ივნისი-აგვისტოს შუალედში დაიკეტება და მერია ეცდება და ყველაფერს გააკეთებს, რომ მეტროსადგურის დაკეტვის პერიოდში ვარკეთილის მიმართულებაზე ავტობუსები და სამარშრუტო ხაზები დაამატოს.
- მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია 9 თებერვალს დაიწყება, ხელშეკრულებით სამუშაოები 18 თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
- მეტრო ვარკეთილის რეაბილიტაციას ქართული ოცნების შემომწირველის კომპანია შეასრულებს.
რა მოხდა: ვარკეთილის მეტროში ჭერი 2018 წლის 30 იანვარს ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა.
- მაშინ სადგურის განახლებაზე კომპანია ყვარელრემმშენმა იმუშავა, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 347 852 ლარი გადაუხადა.
- რემონტის მიღება-ჩაბარების აქტში ხარისხის ექსპერტიზის დასკვნა არ მოიპოვებოდა — თბილისის მერმაც დაადასტურა, რომ სამუშაოები ექსპერტიზის დასკვნის გარეშე განხორციელდა.
- ექსპერტიზის დასკვნაზე ინფორმაციის მისაღებად On.ge-ს სატრანსპორტო კომპანიისა და მერიის წინააღმდეგ დავა ჰქონდა — სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კომპანიამ ინფორმაცია არ გასცა და გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
- თითქმის 5 წელი გავიდა და ვარკეთილის მეტროში ჭერი არ შეუკეთებიათ.
რატომ არ ჩატარდა რეაბილიტაცია ამ დრომდე: 2019 წელს კახა კალაძემ განაცხადა, რომ სირცხვილია როცა 1 წლის თავზე ვარკეთილის ჭერი ისევ არ არის გაკეთებული.
- "ხან პროექტი არ ვარგა, ხან ისეთ პროექტს მოგვაწვდიან, რომ იმის გაკეთება სირცხვილია უბრალოდ. ხან ტენდერი ვარდება", — ამბობდა მაშინ თბილისის მერი.
- 2022 წლის იანვარში კი აცხადებდა, რომ "თავისი ახსნა აქვს", რატომ არ ჩატარებია ვარკეთილის ჭერს რეაბილიტაცია.
- მისი განმარტებით, უსაფრთხოების შესასწავლად და მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, კვლევები და ექსპერტიზები მიმდინარეობდა.
- 2022 წლის გაზაფხულზე ვარკეთილის მეტროს თითქმის გაორმაგებულ, 12,8-მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა კომპანია მამისონმა, რომლის მეწილეც ქართული ოცნების შემომწირველი იყო.
- თუმცა ამავე წლის 9 ნოემბერს მერიაში განაცხადეს, რომ რეაბილიტაცია ჩერდება და კომპანიას ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტეს.
რატომ გაწყდა ხელშეკრულება მამისონთან: როგორც უწყებაში განმარტეს, ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 98 დღის შემდეგ, კვლავ არ იყო წარმოდგენილი სრულყოფილი და ვარგისი სამუშაოთა წარმოების პროექტი.
- მაშინ სატრანსპორტო კომპანიაში გვითხრეს, რომ ხელახლა იწყებდნენ ბაზრის კვლევებს.
- კომპანიის დირექტორმა, დავით ხიდაშელმა კი On.ge-ს უთხრა, რომ ვარკეთილის მეტროსადგურის გაჩერების გარეშე მისი რეაბილიტაცია წარმოუდგენელი იყო.
- "ხალხის მოძრაობის პირობებში ჩვენ მაგას ვერანაირად ვერ შევფუთავდით. ამიტომ ვთხოვეთ გაჩერება ორ თვე ნახევარი და ამაზე მიდიოდა ვაჭრობა სატრანსპორტო კომპანიასთან", — გვითხრა ხიდაშელმა.
- კითხვაზე, რა გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, მან თქვა: "არ მუშაობთო. არ გვანებებდნენ მუშაობას და როგორ უნდა გვემუშავა".
რა ხდება ახლა: თბილისის სატრანსპოსრტო კომპანიამ მეტრო ვარკეთილის რეაბილიტაციისთვის ხელშეკრულება შპს ბადა ქონსთრაქშენს 2022 წლის 21 დეკემბერს გაუფორმა.
- კომპანიას მეტროს რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 398 611 ლარი უნდა გადაუხადონ.
- სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება ძალაში 2024 წლის 22 სექტემბრამდეა.
- ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბადა ქონსთრაქშენის მფლობელი ოცნების შემომწირველია — საჯარო რეესტრისა და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მონაცემებითაც დასტურდება, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბაჩანა ადამიაა, რომელმაც 2014 წელს მმართველ პარტიას 60 000 ლარი შესწირა.
გარდა ამისა, თბილისის სატრანსპორტოს იმავე კომპანიასთან პირდაპირი წესით ხელშეკრულება გაფორმებული აქვს მეტროსადგურ ავლაბრის ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოებისთვისაც.
- ხელშეკრულება ძალაშია 2022 წლის 19 ივლისიდან 2023 წლის 15 ივლისამდე.
- რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 198 341 ლარი უნდა დაიხარჯოს.
- თანხის 36%, ანუ 1 500 000 ათასი ლარი თბილისის მერიამ ბადა ქონსთრაქშენს უკვე გადაუხადა.
- სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ეს სამუშაოები უკვე დაწყებულია.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
კომენტარები