პაველ ჰერჩინსკი

3 Feb. 2023, 12:01

ევროკომისიამ ახლახან გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელშიც აღწერილია თუ როგორია საქართველოს მზადყოფნა, გახდეს ევროკავშირის წევრი. იგივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინასა და მოლდოვაზეც. ეს ანგარიშები შედგენილია კითხვარის საფუძველზე, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციამ ბრიუსელში გასული წლის ზაფხულში გაგზავნა. მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას და საქართველოს ადმინისტრაციას ძალიან პოზიტიური ანგარიში. ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზადყოფნის ხარისხი 33 სხვადასხვა სექტორში. რა თქმა უნდა, ზოგიერთი სფეროს შემთხვევაში საჭიროა შემდგომი პროგრესი და აქ, რა თქმა უნდა, როგორც ევროკავშირი, მზად ვართ დავეხმაროთ და დავეხმაროთ საქართველოს ადმინისტრაციას წინსვლაში. მაგრამ ჩემი აზრით, საერთო შეფასება ძალიან დადებითია, დიდი მადლობა.

აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, რომელიც ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების მზადყოფნას ეხმაურება. ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელშიც განხილულია ევროკავშირის კანონთა კრებულთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა. კომისიის შეფასებით, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პოზიტიურია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ