რა უნდა იცოდე, თუ ზელენსკის, შოლცისა და მაკრონის პრესკონფერენცია არ გინახავს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ ემანუელ მაკრონსა და ოლაფ შოლცს ოთხშაბათს საღამოს პარიზში შეხვდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს ზელენსკის მეორე საგარეო ვიზიტია საზღვარგარეთ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
- სამხედრო ექსპერტების შეფასებით, მოკავშირეების თავშეკავება, მიაწოდონ უკრაინას F-16 მებრძოლები და შორ მანძილზე მოქმედი ATACMS რაკეტები, კიევს ეფექტური თავდაცვის განხორციელებასა და კონტრშეტევის დაწყებაში ხელს უშლის, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
- ზელენსკის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ბელგიაში ამ დახმარების მიღებას უკავშირდება.
- ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელს ეწვევა, სადაც ევროკავშირის ლიდერებსაც შეხვდება.
დეტალები: უკრაინის პრეზიდენტმა მოიერიშე თვითმფრინავები საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებსაც სთხოვა.
- შოლცმა და მაკრონმა უკრაინას მუდმივი მხარდაჭერა აღუთქვეს.
- რუსეთი ამბობს, უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების შემთხვევაში "მოსკოვიდან პასუხი იქნება".
ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთს და გერმანიას აქვს პოტენციალი გახდნენ "თამაშის შემცვლელები" რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში.
- ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკრაინას მიაწოდებენ საბრძოლო ტანკებს, თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს და შორი დისტანციის რაკეტებს.
- მან დაადასტურა, რომ ლიდერებთან განიხილა თვითმფრინავების მიწოდების საკითხი და დასძინა, რომ ამის გასაკეთებლად ცოტა დრო დარჩა.
- ზელენკსის არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება მაკრონისა და პუტინის ხშირი სატელეფონო საუბრის გამო, თუმცა ამჯერად აღნიშნა, რომ სჯერა, რომ მაკრონი შეიცვალა, და ის საკვანძო ფიგურა გახდა უკრაინისთვის ტანკების გადაცემაში.
შოლცი ზელენსკისთან შესახვედრად სპეციალურად ბერლინიდან პარიზში გაემგზავრა.
- "პოზიცია უცვლელია: რუსეთმა არ უნდა მოიგოს ეს ომი", — განაცხადა მან.
-
გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, გერმანია და მისი პარტნიორები უკრაინას ფინანსურად, ჰუმანიტარული დახმარებითა და იარაღით უჭერდნენ მხარს.
-
"ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას მანამ, სანამ საჭირო იქნება", — განაცხადა მან.
-
გერმანიის კანცლერის ინფორმაციით, ხუთშაბათს ევროკავშირის სამიტზე ლიდერები კიევისადმი სოლიდარობის ძლიერ სიგნალს გააგზავნიან.
-
"მე მკაფიო გზავნილს ვაგზავნი ბრიუსელში: უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს", — თქვა მან.
მაკრონმა ოთხშაბათს პარიზის ელისეის სასახლეში ზელენსკისთან შეხვედრისას პირობა დადო, რომ საფრანგეთი მტკიცედ დაუდგება უკრაინის გვერდით.
- "გადაწყვეტილია დავეხმაროთ უკრაინას გამარჯვებაში და მისი კანონიერი უფლებების აღდგენაში", — განაცხადა მან.
- საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, პარიზი აგრძელებს ძალისხმევას კიევისთვის იარაღის მიწოდებისთვის.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები