ბიურომ "უცხოური გავლენის აგენტებზე" ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტი დაარეგისტრირა
გადაწყვეტილება ბიუროს ხდომაზე გამოცხადდა, რაც ნიშნავს, რომ კანონპროექტი ახლა განსახილველად კომიტეტებს დაეგზავნება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბიუროს სხდომის პარალელურად პარლამენტში მედიის წარმომადგენლები შევიკრიბეთ და ანტიდასავლური მოძრაობის ინიცირებული კანონპროექტი გავაპროტესტეთ.
- კანონის თანახმადაც შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.
- მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
- მმართველი გუნდის წევრები ამ კანონს არ ემიჯნებიან, მეტიც მიიჩნევენ, რომ გამჭვირვალობა საჭიროა.
- 40 საერთაშორისო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს "უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონი და აცხადებს, რომ ის იმეორებს ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ხალხის ძალის მიერ წარდგენილი კანონპროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
ჟურნალისტები პარლამენტში შესვლისას დაბრკოლებას წააწყდნენ, რადგან მედიების დიდ ნაწილს მხოლოდ 2 ადამიანზე მისცეს საშვი. გარდა ამისა, შესვლისას დაცვის თანამშრომლებმა პოსტერების შეტანა დააბრკოლეს.
- პროტესტის მონაწილეები ბიუროს ოთახთან იყვნენ შეკრებილი და სკანდირებდნენ "არა რუსულ კანონს".
- ისინი მოუწოდებდნენ დეპუტატებს გამოსულიყვნენ დარბაზიდან, თუმცა სე არ მომხდარა.
- "თქვენ თვითონ ხართ აგენტები", "აგენტი თავი გაბიათ", "ჩვენ ჟურნალისტებად დავრჩებით", "მედია ცოცხალი და დამოუკიდებელია", — ამ და სხვა პოსტერებით ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ მედიის შეზღუდვა და პუტინის კანონის გამოყენება დაუშვებელია.
- აქციაში მონაწილეობას იღებდნენ On.ge, ნეტგაზეთი, პუბლიკა, მთის ამბები, ქვიარი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სტუდია მონიტორი და სხვა მედიის წარმომადგენლები.
რა მოხდა ბიუროზე: კანონპროექტზე საუბარი თეონა აქუბარდიამ დაიწყო და აღნიშნა, რომ პროექტს არ აქვს იურიდიული კომიტეტის დასკვნა კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ.
- შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ პროექტს არა კომიტეტი, არამედ იურიდიული დეპარტამენტი განიხილავს მხოლოდ ტექნიკური ხასიათით და არა შინაარსით, შესაბამისად, კონსტიტუციურობაზე და მიზანშეწონილობაზე დასკვნას არ იძლევა.
- აქუბარდიამ იკითხა, განიხილავენ თუ არა, კანონი გაეგზავნოს ვენეციის კომისიას და მათი პასუხი მიიღონ.
- დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამ კანონში ამერიკული არაფერი არ არის და მანვე აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე საჯაროდ მხარს უჭერს ამ კანონპროექტს და ინიციატორებშიც უნდა იყოს მითითებული.
- იაგო ხვიჩიამ მედიის შემზღუდავი კანონი შეადარა პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის წესს და განაცხადა, რომ "რაც ახლა ხდება ენჯეოშნიკებთან და მედიასთან მიმართებაში, ეს უკვე მოხდა პოლიტიკოსებთან და პარტიებთან მიმართებაში" — გირჩის ლიდერმა განაცხადა ისიც, რომ მათი ნაწილი ამ შეზღუდვებს იმსახურებს.
- "ბიუროს დღის წესრიგის საკითხები ამოწურულია და თუ სხვა საკითხები არ არის ბიუროს სხდომა დახურულია", — განაცხადა პაპუაშვილმა.
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
კომენტარები