რას წერს ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე
დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისია შუალედურ დასკვნას აქვეყნებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირმა საქართველოს მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭა — მისცა პერსპექტივა და 12 პუნქტიანი გეგმა.
- ევროკომისიამ ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის გასცა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია და მოუწოდა, აღმოფხვრან ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
- მოლდოვისა და საქართველოს რეკომენდაციები ამ მიმართულებით იდენტურია, ხოლო უკრაინას დაევალა, უკვე მიღებული კანონის შესაბამისად, სამართლებრივად გამართულად იმუშაოს ამ საკითხზე.
- ქართული ოცნების მტკიცებით მიუხედავად, რამდენიმე ევროპარლამენტარმა პირდაპირ თქვა, რომ ოლიგარქში და დეოლირგიზაციის მოწოდებაში ივანიშვილს გულისხმობენ.
საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო.
- კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისკენ საქართველოს ევროკავშირი მოუწოდებდა — აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის რჩევას ეთანხმებოდა.
- ქართული ოცნება თავიდან უარს ამბობდა, თუმცა ბოლოს გადაიფიქრა და კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაგზავნა.
- ოპოზიცია აცხადებდა, რომ კანონის ამ ვერსიამ შესაძლოა გამოიწვიოს რეპრესიები ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ.
კანონპროექტით წესრიგდება ოლიგარქის ცნების განმარტება, პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და რეესტრის წარმოების საკითხები.
- ასევე, პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები, გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენლებთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები.
- ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ოლიგარქების სიას პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს — კომიტეტზე კანონპროექტში შევიდა ცვლილება, რომ ე.წ. ოლიგარქთა რეესტრის შედგენა პრემიერმინისტრის კომპეტენცია იქნება
პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ზონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან, სულ მცირე, სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:
- პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
- არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს.
რას ამბობს ვენეციის კომისია: გამოყოფილია ორი მთავარი მიდგომა პერსონალური და სისტემური, სადაც კომისი უპირატესობას სისტემურს ანიჭებს, რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ჩარჩოსა და ინსტიტუციების გაძლიერებას.
- მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება, რაც მათი შეფასებით ზოგადად პრობლემატურია, თუმცა არ ნიშნავს, რომ მისი ყველა ელემენტი და მიდგომა არალეგალურია.
- კომისია აცხადებს, რომ კანონპროექტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმით შესაძლოა დაირღვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული პრინციპები.
- აღნიშნავს, რომ დოკუმენტი ზედმეტად დიდ გავლენას აკისრებს მთავრობას პროცესზე.
- შუალედურ მოსაზრებაში ვენეციის კომისია წერს, რომ პოტენციური ოლიგარქების პერსონალური მონაცემების შეგროვების შეფასებისა და დამუშავების პროცესში შესაძლოა, დაირღვეს კონვენციის მე-8 მუხლი — პირადი ცხოვრების უფლება.
- ხოლო ოლიგარქებად დასახელებული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო კამპანიების, სხვა პოლიტიკური კამპანიების, მიტინგებისა და პოლიტიკური მოთხოვნით დემონსტრაციების დაფინანსების აკრძალვამ შეიძლება, დაარღვიოს მე-10 და მე-11 მუხლები — გამოხატვის და შეკრების თავისუფლება.
დასკვნის მიხედვით, პერსონალური მიდგომა, რომელიც გაურკვეველი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრავს და სტიგმატიზირებს პირებს, შეიცავს რისკს, რაც გამოიწვევს ადამიანის უფლებების დარღვევას.
- "კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს, რომ მიღების შემდეგ ის ოპოზიციაზეც გავრცელდება".
რეკომენდაციები: ვენეციის კომისიის განცხადებით, საჭიროა ძირითადი პროცედურების გადახედვა და გამოკვეთა.
- ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანია განიმარტოს ტერმინები "პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობა", "მასმედიაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა".
- ასევე რეკომენდაციაა, რომ განიმარტოს პროცედურები თუ რა ინფორმაცია უნდა დამუშავდეს და რომელი უწყებების მიერ.
- "დადგინდეს მკაფიო პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ინფორმაცია უნდა შეგროვდეს, რომელი ორგანოების მიერ, რომელი კატეგორიის პირებზე და როგორ უნდა შეგროვდეს, შეფასდეს და შეინახოს ეს ინფორმაცია (და საბოლოოდ განადგურდეს, თუ არ გამოიყენება), სათანადო ყურადღება მიექცეს ECtHR-ის პრეცედენტულ სამართალს, ECHR-ის მე-8 მუხლის შესახებ", — წერის დასკვნაში.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საჭიროა პროცედურების განმარტება.
- აღნიშნავენ იმასაც, რომ უნდა მოხდეს ოლიგარქად განსაზღვრის გარკვეული შედეგების პროპორციულობის უზრუნველყოფა.
- "აუცილებელია, შემცირდეს აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენა "ოლიგარქების" დასახელების პროცედურაზე, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ხელისუფლების გარდა, სხვა უწყებისთვის გადაცემით".
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები