რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე

ფოტო: IndiaSpend
კომისიამ დასკვნა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილების შეტანაზე კანონპროექტი 2021 წლის 30 დეკემბერს, მესამე მოსმენით დაამტკიცა.
- მის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ თავად მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები.
- NGO-ები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, ვეტო დაედოთ კანონში შესატან ცვლილებებზე, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ხელი მოაწერა.
- ევროპარლამენტის განცხადებით, ამან ხელი შეუშალა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას.
- 2022 წლის 22 ნოემბერს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებზე პროექტი ვენეციის კომისიაში გაგზავნა.
ვენეციის კომისიის შეფასებით, რეკომენდებულია, რომ სხვა საკითხებთან ერთად, უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეები ეტაპობრივად დაინიშნონ.
- მათივე რეკომენდაციით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალე, სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცედურა.
- ვენეციის კომისიამ საქართველოს რეკომენდაცია გაუწია, მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც განიხილება რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი.
- მათ შორის: "მიღებულ და განხორციელებულ იქნას გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია და შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ კონსულტაციის პროცესებს.
- უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთელ სასამართლო ინსტიტუციურ ჯაჭვში".
დეტალები: ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე კანონპროექტში მათი რეკომენდაციები გათვალისწინებული არაა.
- აქვე ვკითხულობთ, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს უზენაესი სასამართლოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები.
- საჭიროა, ყველა ეს ღონისძიება შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
- კომისიის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობამ ინკლუზიური პროექტისთვის ძალისხმევა გაიღო, თუმცა ამ პროცესის ინკლუზიურობა სადავო იყო.
- მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია პარლამენტის მარეგულირებელი აქტების მიღება ოპოზიციასთან, ექსპერტებთან ან სამოქალაქო პირებთან ნამდვილი კონსულტაციების შედეგად.
- "მხოლოდ ეს ფორმატი უზრუნველყოფს დემოკრატიული კანონშემოქმედების სტანდარტებს", — ვკითხულობთ დასკვნაში.
კომისიის შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა დაზარალდება, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღიქმება, როგორც საკუთარი ინტერესებით მოქმედი ორგანიზაცია.
- "წინამდებარე საკანონმდებლო ინიციატივა შეზღუდული მოცულობისაა და არ ითვალისწინებს ჰოლისტურ სასამართლო, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები