რას პასუხობს თსუ სტუდენტების განცხადებას ბაგების საერთო საცხოვრებელში პოლიციის შესვლაზე
უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სტუდენტების ბრალდებებს უარყოფენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: თსუ-ის სტუდენტები აქტიურად აპროტესტებდნენ რუსულ კანონს, რომლის ინიციატორები და მხარდამჭერები, მათ შორის, მათი ლექტორებიც იყვნენ. მაგალითად, ირაკლი კობახიძე და ნიკოლოზ სამხარაძე.
- მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას კანონის ჩაგდება მოუწია, სტუდენტურმა პროტესტმა აკადემიურ სივრცეში გადაინაცვლა და რუსული კანონის მხარდამჭერი ლექტორებისადმი ბოიკოტით გაგრძელდა.
- 18 მარტს მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომ ბაგების საერთო საცხოვრებელში პოლიცია შევიდა.
- სტუდენტები ამბობენ, რომ მთავრობა მათ დაშინებას პოლიციური რეჟიმით ცდილობს.
დეტალები: თსუ-ში აცხადებენ, რომ სტუდენტური მოძრაობა ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და საერთო საცხოვრებელში არა პოლიციელები, არამედ მართლწესრიგის ოფიცრები იმყოფებოდნენ.
- "ყოველწლიურად მართლწესრიგის ოფიცერი, წელიწადში ერთხელ, დადის ოჯახებში, მათ შორის, სტუდენტურ საცხოვრებელში. აკაკუნებს კარზე და ამოწმებს, ვინ ცხოვრობს. გაუღებენ, ჰკითხავს, სახელს და გვარს, არ გაუღებენ — არავინ არ ამტვრევს კარს", — ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი On.ge-სთან საუბარში.
- კითხვაზე, რატომ გაეცნენ ისინი სტუდენტებს ვაკის პოლიციის თანამშრომლებად, გვითხრეს, რომ მართლწესრიგის ოფიცრებიც შსს-ს დაქვემდებარებაში არიან.
- "ვაკეშია ბაგების საცხოვრებელი და ცხადია, ვაკის პოლიციის მართლწესრიგის ოფიცრები მოვიდოდნენ".
უნივერსიტეტის განმარტებით, პერსონალური მონაცემები, რომელთა შეგროვებაზეც პოლიციის მხრიდან სტუდენტური მოძრაობა საუბრობს, მხოლოდ სახელი და გვარია.
- "ხვალ უნივერსიტეტი, იმის გამო რომ დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი, ოფიციალურად მიმართავს შსს-ს, რომ გვითხრას ოფიციალურად, რა ღონისძიება იყო ეს. იმავეს გვეტყვის, მაგრამ ოფიციალურად რომ გვითხრან", — ამბობენ თსუ-ში.
მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი თბილისის მასშტაბით 2022 წელს ამოქმედდა.
- შსს-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ მათი კომპეტენცია მოიცავს არასრულწლოვანებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირებას.
- უწყების თანახმად, მართლწესრიგის ოფიცრების ფუნქცია-მოვალეობებში, ასევე, შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება, შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
კომენტარები