პუტინის დაკავების ორდერის გამო მედვედევი ჰააგის სასამართლოს სარაკეტო დარტყმით ემუქრება

ფოტო: Getty Images
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ტელეგრამზე წერს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
- ორდერს საფუძვლად უდევს უკრაინაში წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომი.
- სასამართლო ომის დანაშაულების ჩადენის გამო რუსეთის პრეზიდენტს ინდივიდუალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს.
- ორდერი გაიცა ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგაც.
დეტალები: მედვედევი საკუთარ ოკუპანტ ქვეყანას უდიდეს ბირთვულ ძალად მოიხსენიებს და ამბობს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სწორედ ამ ძალას დაუპირისპირდა.
- "სავსებით შესაძლებელია, წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოში ჩრდილოეთის ზღვიდან, რუსული გემიდან ჰიპერბგერითი [რაკეტის] მიზანმიმართული გამოყენება. [...] სასამართლო კი უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატოს ქვეყნების მოსახლეობა. ამიტომ ომი არ დაიწყება. მათ შეეშინდებათ. ასე რომ, ბატონო მოსამართლეებო, ყურადღებით იყურეთ ცაში", — დაწერა მან.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები