რუს ოპოზიციონერს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს — გამოხმაურებები
რატომ არის მნიშვნელოვანი: მედიის განცხადებით, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მას ჰქონდა CNN-თან ინტერვიუ და რუსეთის მთავრობას "მკვლელების რეჟიმი" უწოდა.
- BBC-ის ცნობით, პოლიტიკოსი და ყოფილი ჟურნალისტი რუსეთის უკრაინაში შეჭრას აკრიტიკებდა.
- იგი დამნაშავედ ცნეს ღალატში, რუსული არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში და არასასურველ ორგანიზაციასთან კავშირში.
- პოლიტიკოსმა ყველა ბრალდება უარყო.
- მედიის ცნობით, კარა-მურზა უკანასკნელია პუტინის რამდენიმე ოპონენტიდან, რომელიც დააკავეს ან იძულებული გახდა, რუსეთი დაეტოვებინა.
- BBC-ი წერს, რომ გასულ კვირას კარა-მურზამ თქვა, რომ ყველა მის სიტყვას იწერდა და არათუ ნანობს, არამედ ამაყობს ამით.
- მედიის ცნობით, კარა-მურზას 25-წლიანი სასჯელი იყო პროკურორების მიერ მოთხოვნილი მაქსიმალური სასჯელი და არის ყველაზე გრძელი სასჯელი, რომელიც ოპოზიციონერმა მოღვაწემ მიიღო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
- ადვოკატ მარია ეისმონის თქმით, კარა-მურზამ უთხრა, რომ ახლა მისი თვითშეფასება გაიზარდა, რადგან მიხვდა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებდა.
რას ამბობს Amnesty International: უფლებადამცველი ორგანიზაცია ამბობს, რომ ვლადიმირ კარა-მურზას ე.წ დანაშაულები – [უკრაინაში] შეჭრის წინააღმდეგ საუბარი და ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლთა ადვოკატირება – ფაქტობრივად, გამორჩეული სიმამაცის აქტებია.
- ორგანიზაციის თქმით, ეს განაჩენი არასწორად უკავშირებს ადამიანის უფლებათა აქტივიზმს "ღალატს" და მოგვაგონებს სტალინის ეპოქის რეპრესიებს.
- Amnesty International-ი კარა-მურზას მოიხსენიებს, როგორც ომის საწინააღმდეგო პოლიტიკურ აქტივისტს და სინდისის პატიმარს.
ვოლკერ თურქი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ამბობს, რომ მოსკოვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის წინააღმდეგ, არის კიდევ ერთი დარტყმა რუსეთის ფედერაციაში კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო სივრცისთვის.
- ამბობს, რომ ყარა-მურზა გაასამართლეს ბრალდებებით, რომლებიც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია აზრის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების ლეგიტიმურ განხორციელებასთან.
- მათ შორის უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის საჯარო კრიტიკის ჩათვლით, არავის არ უნდა ჩამოერთვას თავისუფლება ადამიანის უფლებების გამოყენების გამო.
- "მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს იგი. სანამ ის აგრძელებს პატიმრობას, მას ჰუმანურობითა და ღირსების პატივისცემით უნდა მოეპყროთ", — ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს ვლადიმერ ყარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ გამოსვლისთვის.
- ამბობენ, რომ ყარა-მურზა არის კიდევ ერთი სამიზნე რუსეთის მთავრობის მიერ რეპრესიების ესკალაციის კამპანიისა.
- აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს სოლიდარობას კარა-მურზასა და რუსეთის ნათელი მომავლის ყველა მამაცი დამცველის მიმართ.
- რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულნი, მათ შორის, ალექსეი ნავალნი, ილია იაშინი და მრავალი სხვა, რომლებიც ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას და თანამოქალაქეებს დიდი პირადი ხარჯებით, თამამად დგომით, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისთვის.
- "ჩვენ ვუერთდებით მათ ოჯახებს, მეგობრებს და მხარდამჭერებს რუსეთში და მთელ მსოფლიოში და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", — ნათქვამია განცხადებაში.
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
კომენტარები