რას წერს Foreign Policy აშშ-დან პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოწოდებაზე
Foreign Policy სტატიას აქვეყნებს სათაურით "კონგრესი საქართველოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს".
რატომ არის მნიშვნელოვანი: გამოცემა ხაზგასმით წერს, რომ აშშ-ის მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს, შეწყვიტოს პროევროპელი ფიგურების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, "სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, რაც მთავრობამ დაარბია უცხოელი აგენტების კანონის საწინააღმდეგო დემონსტრანტები".
- გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ორპარტიული ჰელსინკის კომისია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს შეწყალების უფლება ევროპული ინტეგრაციის მომხრე პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად
დეტალები: გამოცემის ინფორმაციით, ხუთშაბათს გაგზავნილ წერილში ჰელსინკის კომისიის ლიდერები, პარლამენტის წევრი ჯო უილსონი და სენატორი ბენ კარდინი, სტივ კოენთან და როჯერ ვიკერთან ერთად მოუწოდებენ ზურაბიშვილს, გაათავისუფლოს ნიკა გვარამია.
- "როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და მისი დემოკრატიის დაცვის ხმამაღალი მხარდამჭერი, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი დახმარება ერთი შეხედვით პოლიტიკურად მოტივირებული დევნის აღმოფხვრაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ გზაზე", — წერენ ამერიკელი კანონმდებლები ზურაბიშვილს.
- ისინი ხაზს უსვამენ, რომ პრეზიდენტობის განმავლობაში ზურაბიშვილი იყო გამოკვეთილი და პრინციპული ლიდერი ქართული დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.
- "ამ მიზნით, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნის ციკლის გაწყვეტა, როგორიცაა ბატონი გვარამიას გათავისუფლების უზრუნველყოფა, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ჟესტი და უსამართლობის გამოსწორებაა, არამედ კრიტიკული ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვეყანამ დაიმსახუროს ევროკავშირის კანდიდატურა", — ვკითხულობთ წერილში.
კონტექსტი: პოლიტპატიმრების შესახებ უკვე არაერთმა პარტნიორმა ისაუბრა და მიმართეს, როგორც მთავრობას, ასევე, პრეზიდენტს.
- 14 მარტს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, სადაც ისაუბრეს მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაზეც.
- 20 აპრილს ადამიანის უფლებათა დამცველმა და პრესის თავისუფლებისთვის მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა ზურაბიშვილს ღია წერილი გაუგზავნეს და განაცხადეს, რომ გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციისკენ.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები