რას აპირებს ფორმულა კეზერაშვილის წილების გადანაწილებაზე — ტელეკომპანიის განცხადება
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: რამდენიმე კვირის წინ BBC Eye-მ მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ქოლცენტრების თაღლითურ სქემებთან კავშირში ამხილა.
- საზღვარგარეთ მყოფმა კეზერაშვილმა ბრალდებები თავიდანვე უარყო და განაცხადა, რომ BBC-თან კითხვები აქვს და სამართლებრივ ბერკეტებს გამოიყენებს.
- მოგვიანებით კი განაცხადა, რომ მის ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან გასვლას არ განიხილავს, თავისი წილების 25% გადასცემს ფორმულას თანამშრომლებს და გააგრძელებს არხის ფინანსურ დახმარებას.
- "მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, ფორმულას კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც", — ეწერა კეზერაშვილის წერილში.
- ამის შემდეგ ფორმულას დანარჩენმა დამფუძნებლებმა, მიშა მშვილდაძემ, გიორგი ლიფონავამ და ზუკა გუმბარიძემ განმარტეს, რომ მოამზადებდნენ სიას და ეს 25% გადაეცემოდა ჟურნალისტებს, რომლებსაც საზოგადოება კარგად იცნობს ეკრანებიდან და მათაც, ვინც კადრს მიღმა დგას, მაგრამ დიდ როლს თამაშობს ტელევიზიის მაუწყებლობაში.
- როგორც გუმბარიძემ მაშინ განაცხადა, ამ პაკეტის მფლობელი პირები შექმნიდნენ ორგანიზაციას, სადაც აირჩევდნენ თავმჯდომარეს, რომელსაც წარადგენენ ფორმულას მმართველ ორგანოში.
- ამის შემდეგ რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კეზერაშვილს ვადაგასული ქართული დოკუმენტები აქვს, შესაბამისად საჯარო რეესტრში წილების გადაფორმებას ვერ შეძლებდა.
რა ხდება ახლა: ფორმულას დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ განაცხადა, რომ ფორმულას თანამშრომლები დააფუძნებენ არაკომერციულ იურიდიულ პირს (ააიპი), რომელშიც 40 თანამშრომელი გაერთიანდება.
- მათ უკვე შერჩეული ჰყავთ გამგეობის წევრები, რომელთა ვინაობაც გუმბარიძეს არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ ერთი წლით გამგეობის თავმჯდომარე ნინო ჟიჟილაშვილი იქნება.
- გუმბარიძემ თქვა ისიც, რომ კეზერაშვილს არ აქვს მოქმედი ქართული დოკუმენტები — მისი თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლება ეცდება წილების გადაცემის პროცესის შეყოვნებას, რადგან კეზერაშვილს პასპორტის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ.
- "ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ცხადია, არის ის, რომ ხელისუფლებას არ სურს, სისრულეში მოვიდეს არხის დამფუძნებლისა და თანამშრომლების საერთო გადაწყვეტილება წილის განკარგვაზე. იმიტომ, რომ სხვა არანაირი ფუნქცია ამ პასპორტს დავით კეზერაშვილისთვის არ გააჩნია", — განაცხადა გუმბარიძემ.
- მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ამ გარიგებას დაარეგისტრირებენ ნოტარიულად და ის იურიდიულ ძალას მოიპოვებს მაშინ, როცა კეზერაშვილის პასპორტის პრობლემა მოგვარდება — ანუ, ჯერ წილებს ვერ გადაიფორმებენ.
- გეგმაში აქვთ, ჩამოყალიბდეს ბორდი, რომელშიც დამფუძნებლებთან ერთად შევა ნინო ჟიჟილაშვილი.
- "მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად გვესხმიან თავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ჟურნალისტებს აქვთ მუდმივი ზეწოლის პრობლემა და ჩვენი არხიც, როგორც გითხარით, არის დახურვის საფრთხისა და წილის წაღების საფრთხის წინაშე, მაინც ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არაფრით გადავუხვიოთ ჟურნალისტურ სტანდარტს", — განაცხადა ჟიჟილაშვილმა.
გაიგეთ მეტი BBC-ის გამოძიებაზე:
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები