ბაჩუკი ქარდავა

17 May. 2023, 17:37

ვერ დავადასტურებ, რა თქმა უნდა, იმას, რასაც თქვენ ეჭვმიტანილობას უწოდებთ... ვიღაცას მივეცი ხმა, ვიღაცას არ მივეცი, მაგრამ ესენი არ იყვნენ ქართული ოცნების კანდიდატები. [...] იდეაში, ვფიქრობდი, მიმეცა საერთოდ ყველასთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც დარბაზში გაირკვა, რომ ცოტა გაუგებრობა იყო, მე შევწყვიტე ხმის მიცემა, ხოლო მას შემდეგ, რაც ბოიკოტი გამოცხადდა, დავტოვე დარბაზი.

რამდენიმე ადამიანს მე მივეცი, ზოგადად, ხმა, მაგრამ ამ ადამიანებში ყველა არ იყო ქართული ოცნების წარმომადგენელი ან საერთოდ არ ვიცი, ვინ შეიძლება, ჩავთვალოთ ქართული ოცნების წარმომადგენლებად. შეიძლება, ვარაუდით ვიცოდე, რომ ესა თუ ის ადამიანი არის ქართული ოცნების კანდიდატი, მე იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანებს შორის, რომლებსაც მე ხმა მივეცი, არ არიან ქართული ოცნების კანდიდატები. [...]

ქართულ ოცნებასთან გარიგება კი არა, საუბარიც არ მქონია არც ადრე, არც დღეს და რუსულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არასოდეს არ ვაპირებდი და არ ვაპირებ. [...]

დღეს ქართული ოცნების საქმე არავის არ განუხორციელებია. ალბათ, უფრო ყველაფერი გაუგებრობას უნდა მივაწეროთ.

ამის შესახებ დეპუტატმა, ბაჩუკი ქარდავამ TV პირველთან ისაუბრა. 17 მაისს პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. კვორუმისთვის 90 ხმა იყო საჭირო. უმრავლესობაში ამჟამად 84 დეპუტატია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარდაჭერა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც გამოუცხადეს.

ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ზოგიერთი მათგანი ქართულ ოცნებას გაურიგდა, ამიტომაც მათ დარბაზი ხმაურის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
  5. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს

მეცნიერები ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დამაკავშირებელ ინტერფეისებზე აქტიურად მუშაობენ. ესაა ჩიპი,…