კობახიძე ამბობს, რომ არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, იმყოფება თუ არა ლავროვის შვილი საქართველოში
19 მაისს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ჩამოვიდნენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი კახეთში ქორწილს იხდის. ამას მისი ინსტაგრამ პოსტები ადასტურებს.
- სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ წყვილმა ხელი თბილისში მოაწერა, რის შემდეგაც წვეულება რესტორანში გამართეს, თუმცა რთულია იდენტიფიცირება, სად.
- მთავარი არხის ჟურნალისტი Kvareli Lake Resort-ს ტელეფონით დაუკავშირდა და ყვავილების მაღაზიის წარმომადგენლად გაეცნო, რომელსაც ლავროვასთვის თაიგული უნდა მიეტანა.
- სასტუმროს წარმომადგენელი ჟურნალისტს პასუხობს, რომ ყვავილები სწორად მიაქვთ.
- არსებული ინფორმაციით, სტუმრების ნაწილი Akhasheni Wine Resort & Spa-შიც განთავსდება.
- მოგვიანებით, Kvareli Lake Resort-მა განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ლავროვის შვილი მათთან იმყოფება.
ყვარელში სასტუმროსთან დილიდან საპროტესტო აქცია იმართება, სადაც შეკრებილები სანქცირებული ლავროვის ოჯახის წევრების იქ ყოფნასა და დაგეგმილ ქორწილს აპროტესტებენ.
- ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების დიდი რაოდენობა, მათ შორის, ნიღბიანი სამართალდამცავები.
- ისინი ძალის გამოყენებით აკავებენ აქციის მონაწილეებს და ტერიტორიიდან გაჰყავთ.
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, უკვე დაკავებულია 15-მდე აქტივისტი, რომელთა ადგილმდებარეობის გარკვევასაც ცდილობენ.
დეტალები: კობახიძე ამბობს, რომ დაზუსტებული პასუხ არ აქვს იმის შესახებ იმყოფება თუ არა ლავროვის შვილი ან ვინმე სანქცირებული პირი დღეს საქართველოში.
- "მე ვერ გეტყვით ამას, ვეყრდნობი ამ შემთხვევაში სასტუმროს ინფორმაციას. მე არ მაქვს ამაზე დაზუსტებული მონაცემები. მთავარი რა არის ჩემთვის, რომ აქ არის კონკრეტული მიდგომა, რაც იკვეთება კონკრეტული ადამიანების ქმედებებში და ასევე, ორმაგი სტანდარტი", — თქვა კობახიძემ.
- მან 2008 წელი გაიხსენა და თქვა, რომ მიხალკოვს შვილის ქორწილი შედგა საქართველოში და მაშინ პირადად ესტუმრა მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სამი წელი იყო გასული რუსეთ-საქართველოს ომიდან.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები