მაკა ბოჭორიშვილი

25 May. 2023, 00:12

ძალიან უცნაური მორიგი კამპანია წამოიწყეს სოციალურ ქსელებში. არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სიმბოლიკა რომ იყოს პარლამენტის შენობაზე. ვისაც აწუხებს, ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის პარლამენტის წინ. რაც შეეხება იმას, რომ თბილისი საქართველოს დროშის ფერებშია გაფორმებული დღეს და საქართველოს დღის საზეიმოდ ვემზადებით, მე მხოლოდ მახარებს. რატომ სწყინთ, არ ვიცი.

ყოველ წელიწადს ბანერები სხვადასხვაგვარად არის, მგონი, გაფორმებული. ასე მახსოვს მე, ასე ახსოვს ალბათ საზოგადოებასაც. ამაში მე ვერაფერს ვერ ვხედავ, თუ საქართველოს დღეს საქართველოს ფერებში ვიზეიმებთ და ასე აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი კრიტიკას, რომელიც 26 მაისისთვის დეკორაციის ცვლილებას და პარლამენტის გაფორმებებიდან ევროკავშირის დროშის ამოღებას მოჰყვა. გაიგეთ მეტი: https://go.on.ge/39m6


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ