დეპუტატი დიტო სამხარაძე ამჯერად პრეზიდენტს აყენებს შეურაცხყოფას
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშნველოვანი: დიმიტრი სამხარაძე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი და უკვე მეორე მოწვევის დეპუტატია, თუმცა საზოგადოება საკანონმდებლო მოღვაწეობით ნაკლებად იცნობს, რადგან მდუმარე დეპუტატებს მიეკუთვნება.
- ამის საპირწონედ ის ცნობილია არაეთიკური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით, ოპოზიციისა და აქტივისტების გინებით, მედიის დისკრედიტაციის მცდელობებით და რუსული კანონის მხარდაჭერით.
- საკუთარ ფეისბუქგვერდზე ხშირად აჟღერებს ჰომოფობიურ, სექსისტურ განცხადებებსაც.
- ის გამოესარჩლა ბერასაც მაშინ, როცა ფარული ჩანაწერები გავრცელდა და მომღერალმა მათი შინაარსი ნაწილობრივ დაადასტურა. მაშინ დეპუტატმა დაწერა: "ბერა, ნამდვილები ერთად ვართ".
- სამხარაძე არავის "პატიობს" ქართული ოცნების კრიტიკას, მათ შორის, არც ყოფილ თანაგუნდელებს.
- მაგალითად, გახარიას პრემიერობისას ამბობდა, რომ საქართველოს გაუმართლა მისნაირ პრემიერმინისტრში, შემდეგ კი მას ცრუპენტელას უწოდა.
რა მოხდა: დღეს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა და პრემიერმინისტრის თანდასწრებით მთავრობის განცხადებები და გადაწყვეტილებები გააკრიტიკა.
- პრეზიდენტმა ისაუბრა ფრენების აღდგენაზე, ოკუპაციაზე, ევროინტეგრაციაზე სერგეი ლავროვის ოჯახის ქეიფზე და ანწუხელიძისა და ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა.
- თქვა ისიც, რომ გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს "ფრენების საჩუქარი".
- პრეზიდენტის გამოსვლისას უკმაყოფილო შეძახილები გაისმა — როგორც ქართული ოცნების კიდევ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, ერთ-ერთი მას ეკუთვნოდა.
- დეპუტატის თქმით, გააპროტესტა პრეზიდენტის სიტყვა, რადგან იგი არ შეეფერებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას.
- როგორც აღმოჩნდა, ქართულ ოცნებაში ის ერთადერთი არ არის, ვინც პრეზიდენტის კრიტიკით უკმაყოფილოა.
რა იკადრა სამხარაძემ: დეპუტატმა ფეისბუქგვერდზე შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც პრეზიდენტს აგენტი და მტერი უწოდა.
- მთავარსარდალი? ჩვეულებრივი 20 დოლარიანი ნაცების საროსკიპო ტელევიზიების ექსპერტია! შემარცხვენელი ჩვენი ერის! მტერია ჩვენი სახელმწიფოსი, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის! გახაზული აგენტი, რომელსაც არცერთი სიტყვა არ უთქვამს, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყოს, ძლიერი სახელმწიფო! პარტნიორების თანაბარუფლებიანი პარტნიორი კი არა, შნირები, ცალ ფეხზე მდგომი მონები უნდა ვიყოთო! მართლა ამის სულ ყველაფრის "ტყება", — დაწერა მან.
გაიგეთ მეტი: 5 რამ, რაც დიმიტრი სამხარაძის შესახებ უნდა იცოდეთ
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები