10 ყველაზე შემაწუხებელი ხმა, რომლის სამყაროდან გაქრობაზე უპირობოდ მოვაწერდით ხელს
ყოველდღიურად ჩვენ უამრავი გამაღიზიანებელი ხმა გვესმის — ქუჩაში მანქანების სიგნალიდან მეზობლის ჩაქუჩის გაბმულ კაკოფონიამდე. ზოგიერთ ხმას უნებლიეთ ვაიგნორებთ კიდეც, ზოგსაც, უბრალოდ, გავურბივართ. თუმცა, დანარჩენებს ვერსად დავემალებით. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, სამყაროდან მათ გაქრობას ყველანი უპირობოდ დავთანხმდებოდით.
1. მაღვიძარას ხმა
დილაობით, როცა ეს აუტანელი, მაგრამ, სამწუხაროდ, საჭირო ნივთი/ფუნქცია რეკავს, ყველა ჩვენგანი მზად არის, სამყაროს ყველაზე შორეულ კუთხეში მოისროლოს ან პირდაპირ ჩაქუჩის ჩარტყმით დაადუმოს ხოლმე.
2. ტელეფონის რეკვის ხმა
შეიძლება ტელეფონოფობია სულაც არ გაწუხებდეს, მაგრამ მაშინ, როცა რეკვა გაბმულია, სამყაროში ყველაზე ნერვებმომშლელ ხმად იქცევა. ისე კი, საერთოდ ტელეფონზე დარეკვის ფუნქციაც რომ გაგვეუქმებინა, ინტროვერტები მადლობლები ვიქნებოდით...
3. კარზე კაკუნის ხმა
მნიშვნელობა არ აქვს, გაზის დავალიანების გაგება უნდათ თუ ჭეშმარიტებაზე გასაუბრება, კარზე კაკუნი ყოველთვის უსიამოვნო განცდას აჩენს. რა თქმა უნდა, არა იმ გამონაკლის შემთხვევაში, როცა შეკვეთილი საჭმელი მოაქვთ.
4. მანქანების გაბმული სიგნალის ხმა
მაღვიძარასი არ იყოს, მანქანის სიგნალსაც ფრიად პრაქტიკული დანიშნულება აქვს, მაგრამ არცთუ იშვიათად მძღოლები ამ ხმას უმიზნოდ, მხოლოდ უახლოეს პერიმეტრზე მყოფი ადამიანების გასაღიზიანებლად თუ იყენებენ.
5. ღილაკიანი კალმის წკაპუნის ხმა
ამ ხმაზე მხოლოდ მასწავლებლები როდი ღიზიანდებიან — როცა გამოცდაზე ზიხარ, ტესტზე კონცენტრირებას ცდილობ და შენი გაგჭირვებია, ამ დროს კი ვიღაც შეუსვენებლად აწკაპუნებს კალამს, ერთიმეორეზე საშინელ აზრებს ვერ დაუძვრები...
6. თეფშზე დანის/ჩანგლის გასმის ხმა
მოდით, ფეხზე წამოვუდგეთ ყველა იმ საჭმელს, რომლის მირთმევაც დანა-ჩანგალს არ საჭიროებს. ხაჭაპურო, ლობიანო — გაფასებთ!
7. წვნიანის ან სასმლის ხრუპვის ხმა
აი, თუკი ამას უკვე ენის წკლაპუნიც მოსდევს, ნამდვილი ჯოჯოხეთია.
8. მეზობლის რემონტის ხმა
მაღვიძარას აუტანლობას არაფრით ჩამოუვარდება ბურღის ხმა, რომელიც დილაობით იმავე ფუნქციას ითავსებს ხოლმე. გაღვიძებას რა უჭირს, თუ "ისვენებ" და მთელი დღე სახლში ხარ, ნაშუადღევისთვის თავის ტკივილი გარანტირებულია!
9. (ზედა) მეზობლის ბრაგაბრუგის ხმა
შეიძლება კარგი, ანუ უხმაურო მეზობლებიც არსებობენ, მაგრამ ამ კატეგორიაში ძალიან ცოტა ზედა მეზობელი თუ გავა. ნაშუაღამევს თუ მაცივრიდან ქვაბი არ გადმოუვარდა, დივანი იატაკზე არ გაახოხიალა და ცეკვის რეპეტიცია არ დაიწყო, რაა მეზობლობა?!
10. დაბოლოს — ხვრინვის ხმა
უკომენტაროდ.
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
-
გადახედვა"შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი "შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
კომენტარები