რა გელოდება TBILISI PRIDE FEST-ზე
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
თბილისი პრაიდის პირველი ორი ღონისძიება — კვირეულის გახსნა და საერთაშორისო კონფერენცია უკვე გაიმართა.
- "სიყვარულს ვერ დაამარცხებ" — წლევანდელი კვირეულის მთავარი სათქმელია, რაც არაერთხელ მოვისმინეთ ორივე ღონისძიების მსვლელობისას.
- ამ სიტყვებს ბევრჯერ გავიგებთ ხვალ, 8 ივლისსაც პრაიდ ფესტივალზე, რომლითაც კვირეული დაიხურება.
რა გელოდება ფესტივალზე: იქ მისულ სტუმრებს უამრავი საინტერესო კუთხე, ვორქშოფები სხვადასხვა საკითხზე, გამოფენები და არაერთი აქტივობა დაგხვდებათ.
- გარდა ამისა, ფესტივალზე იმღერებს არაერთი მუსიკალური ჯგუფი, მათ შორის, Bedford Falls, 4D Monster Lobsters და სხვა.
- "ამოისუნთქე და დაისვენე უთანასწორო და უსამართლო გარემოსგან! ერთად გავატაროთ ფერადი, ბრჭყვიალა და დაუვიწყარი დრო", — ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.
ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ძალადობრივი ჯგუფების იმ დეზინფორმაციას პასუხობენ, თითქოს ხვალ არა დახურული ღონისძიება, არამედ ღირსების მარშია დაგეგმილი.
- აღნიშნავენ, რომ რადიკალურ ჯგუფებს საზოგადოება განზრახ შეყავთ შეცდომაში, რათა გარკვეულ სეგმენტში სიძულვილი გააღვივონ.
- "კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ ფაქტს, რომ არ ტარდება არავითარი ქუჩის მსვლელობა, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება. მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი".
- ორგანიზატორების განცხადებით, უკვე თვეებია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ შსს-სთან.
- "გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი იქნება დაცული", — წერენ ისინი.
- თბილისი პრაიდი წერს, რომ ფესტივალზე როგორც ქვიარ თემის წევრებს, ისე მხარდამჭერებს, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო პარტნიორებს ელიან.
- უსაფრთხოებიდან გამომდინარე კი ტერიტორიაზე მხოლოდ სრულწლოვნები დაიშვებიან.
- "მოვუწოდებთ ყველა თანამოქალაქეს, დაგმოს რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი მუქარები პრაიდის ფესტივალის მიმართ. ნუ გახდებით დეზინფორმაციის მსხვერპლი და გამავრცელებელი. დადექით დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სიყვარულის მხარეს".
რეკომენდაციები, რომელიც უნდა გაითვალისწინო: კვირეულის ორგანიზატორები, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ამბობენ, რომ ფესტივალის დღეს, შესაძლოა, დაძაბული ან სახიფათო სიტუაციები შეიქმნას.
- თბილისი პრაიდი მოქალაქეებს ურჩევს, ფესტივალის დღეს მოერიდონ ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული შეკრების გამო მაღალი რისკის ზონადაა მონიშნული.
- ასევე, ორგანიზაციის რეკომენდაციაა, შეძლებისდაგვარად მოერიდოთ მარტო გადაადგილებას და იმგზავროთ ჯგუფურად.
- მათი რჩევაა, დატენოთ მობილური მოწყობილობები და დარწმუნდეთ, რომ გაქვთ საშუალება, დაუკავშირდეთ სხვებს.
- ხოლო, თუკი ღონისძიებების მიღმა რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ, თავს დაუცველად ან არაკომფორტულად იგრძნობთ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ პრაიდის გუნდს, ღონისძიების პერსონალს ან/და დაცვას.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები