ნიკა გვარამია

6 Sep. 2023, 11:55

თუ აქ საჭირო იყო ჩემგან ტელევიზიის გათავისუფლება, თქვენ უნდა თქვათ და თქვენ გადაწყვიტოთ. მე იქ ჟივილ-ხივილის და აპლოდისმენტების ხმები არ მომსვლია ციხემდე. იმედია, რომ არასწორად გამოთქვა გიორგიმ, თუმცა როდესაც ყველა ერთი და იმავენაირად იგებს კონკრეტულ გამონათქვამს, ე.ი ძალიან ცუდად მოახდინე მისი ფორმულირება, თუ შენ თვითონ სხვას ფიქრობდი.

ბევრი ლაპარაკი გიორგიზე და ამ მონოლოგზე არ მინდა, არ მომეწონა, გულწრფელად გეტყვით, არც მისი პოლიტიკური ნაწილი, მაგაში ჩასვლა არ მინდა. თუ დეპოლიტიზირებას აცხადებ არხისას, მაშინ შენ თვითონ იმავე მონოლოგში არ უნდა გააგრძელო უსასრულოდ ლაპარაკი პოლიტიკაზე, ალბათ, ასე იქნებოდა სწორი, მაგრამ ეს მისი არჩევანია.

ამის შესახებ მთავარი არხის დამფუძნებელმა ეკა კვესიტაძის გადაცემაში ისაუბრა. 4 სექტემბერს არხის დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ მთავარი "ნაცების ტელევიზია" აღარაა. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას ნიუსრუმში ტაში და ჟრიამული მოჰყვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ