ამ კვირის 10 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
გაიგე, რომ ქათმების გაქცევა 20 წლის შემდეგ ბრუნდება? ან ის, The Rolling Stones ახალ ორიგინალურ ალბომს რომ უშვებს? ეს ორივე ამბავი გასულ კვირას შევიტყვეთ. ეს კვირა კი მართლაც დატვირთული იყო კულტურისა თუ პოპკულტურის სიახლეებით. და იმის მიუხედავად, რომ აქტიურად გვადევნებ თვალს, რომელიმე მათგანი მაინც შეიძლებოდა გამოგრჩენოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, კვლავაც ერთად მოგვეყარა თავი კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბებისთვის.
1. 100-მდე ქართველმა მწერალმა, მთარგმნელმა და გამომცემელმა კულტურის სამინისტროს ბოიკოტი გამოუცხადა
მას შემდეგ, რაც მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, 4 სექტემბრიდან მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძე დაინიშნა, ქართველმა ლიტერატორებმა განცხადება გაავრცელეს. ისინი უარს ამბობენ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობაზე კულტურის სამინისტროსთან და "მის პარტიულ დაქვემდებარებაში მოქცეულ მწერალთა სახლთან".
2. გრეტა გერვიგის ბარბი წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა
ამერიკელი რეჟისორის ფილმი, რომელიც ზაფხულის მთავარი კინომოვლენა იყო, წლის კინომოვლენადაც იქცა. ბარბის შემოსავალმა $1,34 მილიარდს გადააჭარბა, რითაც მან სუპერ მარიოს შემოსავალს, $1,36 მილიარდს, გადაუსწრო და წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სტატუსიც დაისაკუთრა.
3. კაილი ჯენერი და ტიმოთი შალამე საჯაროდ პირველად გამოჩნდნენ ერთად
ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობაზე ხმები თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა, ყველაფერი სულ ახლახან დადასტურდა, როცა კაილი და ტიმოთი ერთად გამოჩნდნენ ბიონსეს კონცერტზე. ღონისძიებაზე გადაღებულმა ფოტოებმა კი, რა გასაკვირია, მალევე მოიცვა ინტერნეტსივრცე.
4. როგორც იქნა, მიაძაკის უკანასკნელი ფილმის ტრეილერი გავრცელდა
ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, ლეგენდარული იაპონელი რეჟისორის, ჰაიაო მაიაძაკის, უკანასკნელი ფილმის როგორ ცხოვრობ? პირველი ტრეილერი გავრცელდა. ფილმი, რომელიც უკვე შეაფასეს "შედევრად", იაპონელმა კინომაყურებელმა ივლისში იხილა. თუმცა, პრემიერამდე მის შესახებ არაფერი იყო ცნობილი — არც შინაარსი გახმაურებულა და არც ტრეილერი გავრცელებულა.
5. მექსიკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აბორტი ლეგალური გახდა
მექსიკის სასამართლომ აბორტის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. სასამართლომ დაადგინა, რომ აბორტის აკრძალვა არაკონსტიტუციურია და ქალთა უფლებებს არღვევს. გასული წლების განმავლობაში ლათინურ ამერიკის ქვეყნების მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებდა აბორტის აკრძალვას და მათ შედეგსაც მიაღწიეს.
6. შიმშილის თამაშების ახალი ფილმის პოსტერები გავრცელდა
როგორც ალბათ უკვე იცი, ნოემბერში ლეგენდარული დისტოპიური საგა ახალი ფილმით გვიბრუნდება. ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე სიუზენ კოლინზის ამავე სახელწოდების ბესტსელერს ეფუძნება და შიმშილის თამაშების ტრილოგიის ერთგვარ წინაისტორიას წარმოადგენს, სადაც ახალგაზრდა კორიოლანუს სნოუს შევხვდებით.
7. ცნობილი ტელეწამყვანის ჯიმი ფელონის თანამშრომლები ტოქსიკურ სამუშაო გარემოზე ალაპარაკდნენ
ტელეკომპანია NBC-ის ღამის შოუს წამყვან ჯიმი ფელონს თანამშრომლები მტრული სამუშაო გარემოს შექმნაში ადანაშაულებენ. The Rolling Stone-ის გამოქვეყნებულ მასალებში 14 ყოფილი და 2 ახლანდელი თანამშრომელი ანონიმურად საუბრობს ფელონთან მუშაობის უარყოფით გამოცდილებაზე.
8. The Rolling Stones-მა ახალი ორიგინალური ალბომი დააანონსა
ლეგენდარულმა ინგლისურმა როკჯგუფმა 2005 წლის შემდეგ პირველად მოუყარა თავი ახალ და ორიგინალურ კომპოზიციებს. Hackney Diamonds, ჯგუფისთვის რიგით 24-ე ბრიტანული და 26-ე ამერიკული სტუდიური ალბომი იქნება. გულშემატკივრები მის მოსმენას 20 ოქტომბრიდან შეძლებენ.
9. The Boys-ის სპინოფ Gen V-ის ტრეილერი გავრცელდა
პოპულარულ სერიალ The Boys-ის სპინოფი Gen V კვლავაც სუპერგმირების სამყაროზე მოგვითხრობს, თუმცა ამჯერად საქმე კოლეჯის სტუდენტებს ეხებათ, რომლებიც სუპერგმირებისთვის შექმნილ გოდოლკინის უნივერსიტეტში სწავლობენ, ათას შარში ეხვევიან, კოლეჯის კედლებს სისხლით ავსებენ და თავიანთ ძალებს ბოროტადაც იყენებენ.
10. ნეტფლიქსმა ქათმების გაქცევის ტრეილერი გაავრცელა
ცნობილი ანიმაციური ფილმი ქათმების გაქცევა გამოსვლიდან 23 წლის შემდეგ სპინოფით ბრუნდება. Chicken Run: Dawn of the Nugget-ს, სადაც მოქმედება პირველ ფილმში მომხდარი ამბებიდან 20 წლის შემდეგ ვითარდება, მაყურებელი 15 დეკემბრიდან იხილავს. 2000 წელს გამოსულმა ქათმების გაქცევამ $225 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
კომენტარები