ღარიბაშვილის ფრენის ამბის გახმაურების შემდეგ, თავდაცვის უწყებას სააკაშვილის ფრენებზე დეტალების გასაჯაროება სურს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა მოხდა აქამდე: აგვისტოში საინფორმაციო სააგენტო cnews-მა გაავრცელა ფოტოები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ყოფნისას, მანჰეტენზეა გადაღებული. მალევე გაირკვა, რომ ის აშშ-ში შვილთან ერთად გაფრინდა, რომელმაც პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააბარა.
- მომხდარს საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში უკმაყოფილება მოჰყვა —
- ღარიბაშვილს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებდნენ, ამბობდნენ, რომ ქვეყანა რუსული გზით მიჰყავს, თავად კი აშშ-ში ისვენებს.
- გაიჟღერა ბრალდებებმა მგზავრობის ხარჯების დაფინანსებასთან დაკავშირებითაც.
- მაშინ მთავრობის სტრატკომმა განაცხადა, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცრუ ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდებოდა და პრემიერის აშშ-ში ჩაფრენის ხარჯები ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
- მოგვიანებით, TV პირველის გადაცემაში, ნოდარ მელაძის შაბათი, ჯორჯიან ეარვეისის ხელმძღვანელმა, თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ აშშ-ში ჩასვლამდე ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში, მიუნხენში მისმა კომპანიამ სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.
- კითხვაზე, თუ რა დაჯდა ეს მომსახურება, ჯორჯიან ეარვეისის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მთავრობა იხდის და მან არ იცის.
- ამ საკითხზე სახელისუფლებო მედიებთან საუბრისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ამტკიცებდა, რომ თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისზე თანხა საბიუჯეტო სახსრებიდან არ დახარჯულა.
- მისი თქმით, საჭირო თანხა, 34 000 ლარი, ირაკლი ღარიბაშვილის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.
რა ხდება ახლა: მას შემდეგ, რაც პრემიერის ვიზიტები და პირადი მიზნებისთვის თვითმფრინავის გამოყენება განხილვისა და კრიტიკის საგანი გახდა, ქართულმა ოცნებამ ტრადიციულ ხერხს მიმართა და ოპოზიციის, კერძოდ, წინა ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებზე აპელირება დაიწყო.
- შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას "საზოგადოების მაღალი ინტერესით" ხსნის და ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყეს.
- "პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად. მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს ჯორჯიან ეარვეისს შორის დადებულ ხელშეკრულებებს", — აცხადებს უწყება.
- მათივე ინფორმაციით, მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს ჯორჯიან ეარვეისთან გაფორმებული ორი ხელშეკრულება.
- "აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი", — ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები