მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა პირველი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: მთიანი ყარაბაღის რეგიონი 12 დეკემბრიდან მოყოლებული, ცხრა თვის განმავლობაში ბლოკადაში იყო მოქცეული.
- აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვიდან რამდენიმე თვეში ყარაბაღში საკვები და სამედიცინო მარაგი ამოიწურა.
- 16 აგვისტოს რეგიონში შიმშილით სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
- 9 სექტემბერს მთიანი ყარაბაღი აღდამის გავლით რუსული ჰუმანიტარული დახმარების მიღებას დათანხმდა.
- 18 სექტემბერს წითელმა ჯვარმა რეგიონში პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა.
დეტალები: 19 სექტემბერს რეგიონში აფეთქებების ხმა გაისმა — აზერბაიჯანმა ყარაბაღი მძიმე არტილერიით დაბომბა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყეს.
- ბაქო ამტკიცებდა, რომ მათი სამიზნე არ იყო სამოქალაქო დასახლებები ან ინფრასტრუქტურა და მხოლოდ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებს ესროდნენ.
- თუმცა ყარაბაღის ოფიციალური პირების განცხადებით, დაიბომბა საცხოვრებელი სახლები, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
- 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი დანებდა.
- ადგილობრივმა მთავრობამ კი განმარტა, რომ დათანხმდა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და შეიარაღებული ძალების დაშლასა და განიარაღებას.
- "აზერბაიჯანული მხარის მიერ წამოჭრილი საკითხები რეინტეგრაციის, მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის საარსებო წყაროს უზრუნველყოფის შესახებ, მიღწეული შეთანხმების მიხედვით, განიხილება ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება ქალაქ ევლახში 2023 წლის 21 სექტემბერს", — განაცხადეს ყარაბაღის ოფიციალურმა პირებმა.
მას შემდეგ, რეგიონში მცხოვრები სომხების დიდი ნაწილი იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსით სომხეთში წასვლას ცდილობს.
- სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, 28 სექტემბრის მონაცემებით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 65 036 დევნილი შევიდა.
- ისინი ტერიტორიას თვების განმავლობაში ჩაკეტილი ლაჩინის დერეფნიდან ტოვებენ.
რა ხდება ახლა: 2024 წლის 1 იანვრიდან მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტს.
- შესაბამის განკარგულებას ხელი რეგიონის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა მოაწერა.
- ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, დაიშლება ყველა სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია.
- მეორე პუნქტის მიხედვით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, მათ შორის ისინიც, ვინც ახლა მის ფარგლებს გარეთ იმყოფება, უნდა გაეცნოს აზერბაიჯანის მიერ მიღებულ რეინტეგრაციის პირობებს და ამის შემდეგ, ინდივიდუალურად გადაწყვიტოს ყარაბაღში დარჩენა/დაბრუნების საკითხი.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები