U2-მ ისრაელში ფესტივალზე დახოცილ ადამიანებს სიმღერა მიუძღვნა
ცნობილმა ირლანდიურმა როკჯგუფმა U2-მ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შედეგად მუსიკალურ ფესტივალზე დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგო. ლას-ვეგასში გამართულ კონცერტზე ბენდის სოლისტმა ბონომ სიმღერა Pride (In the Name of Love) ნოვას ფესტივალზე დახოცილი ასობით ადამიანის ხსოვნას მიუძღვნა.
"იმის ფონზე, რაც ისრაელსა და ღაზაში მოხდა, არაძალადობაზე სიმღერა აბსურდულად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მშვიდობისთვის ვლოცულობთ, ძალმომრეობის წინააღმდეგ", — განაცხადა მუსიკოსმა, — "თუმცა, იცით, საითაც მიემართება ჩვენი ფიქრები და სიბრაზე. ასე რომ, ჩვენთან ერთად იმღერეთ. იმ არაჩვეულებრივი ბავშვებისთვის, მუსიკალურ ფესტივალზე რომ იყვნენ".
ნოვას ფესტივალი ისრაელის სამხრეთით, ღაზის სექტორის მახლობლად, რე'იმის კიბუცში (ისრაელური დასახლების ტიპი) იმართებოდა. ღონისძიება 7 ოქტომბრის დილას ჰამასის თავდასხმის ერთ-ერთ პირველ სამიზნედ იქცა. ფესტივალის ზოგიერთმა სტუმარმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ ჰამასმა ნაწილი მძევლად აიყვანა, ნაწილი კი — დახოცა. ოფიციალური ცნობებით, ღონისძიების ტერიტორიაზე, სულ მცირე, 260 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
"ეს მუსიკისა და მშვიდობის ფესტივალი იყო", — დაამატა ბონომ კონცერტზე გამოსვლისას, — "მუსიკისა და მშვიდობის ფესტივალი, წარმოგიდგენიათ?".
შესრულებისას მუსიკოსმა სიმღერის ტექსტის ერთი მონაკვეთიც შეცვალა.
"გამთენიისას, 7 ოქტომბერს", — მღეროდა ბონო, — "უდაბნოს ცაზე მზე ამოცურდება / დავითის ვარსკვლავები, სიცოცხლე წაგართვეს / მაგრამ ღირსებას ვერასდროს წაგართმევენ".
Pride (In the Name of Love) ირლანდიურმა ჯგუფმა 1984 წელს გამოუშვა. სიმღერა მარტინ ლუთერ კინგს ეძღვნებოდა.
რა ხდება ისრაელში
7 ოქტომბერს, გამთენიისას, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო, რომელსაც არაერთი ქვეყანა თუ გაერთიანება, მათ შორის ევროკავშირი და აშშ, ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. მოულოდნელი შეტევა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო, მის სამიზნედ კი მშვიდობიანი ადამიანებიც იქცნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმას ისრაელში, სულ მცირე, ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა სამხედრო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ ქვეყანა "ამ ომში გაიმარჯვებს". ისრაელს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს მსოფლიო ლიდერებმაც, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
-
-
გადახედვაშსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავეს, მათგან 23 ნარკორეალიზატორია შსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავეს, მათგან 23 ნარკორეალიზატორია
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
კომენტარები