საზოგადოების რეაქცია და განსხვავებული პოზიციები გასახლების პოლიტიკაზე
რა ხდება: 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის #1-დან, აღსრულების პოლიციამ ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლა. იგივე ემუქრება კიდევ ორ ოჯახს — კაკიაშვილებს და ბალახაძეებს.
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს, რომ სამივე ოჯახი თანახმაა, დაფაროს არსებული დავალიანება მევახშეებთან, თუმცა ამის შესაძლებლობა ახლა არ აქვთ.
- მევახშეობის პრაქტიკასა და მის რეგულირებაში სახელმწიფოს როლზე ფეისბუქზე განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს.
თამთა მიქელაძე: სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მევალეების სექტორში ყველაზე დიდი წილი, სწორედ მევახშეებზე მოდის.
მისი თქმით, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ეკონომიკურად ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, არ აქვს სათანადო საბანკო ისტორია, შესაბამისად, შეზღუდული აქვთ წვდომა საბანკო კრედიტზე.
ისინი იძულებულები არიან, კიდევ უფრო მძიმე პირობებით აიღონ ვალი კერძო პირისგან.
- "გამოსავალი არის მევახშეობის და დაკრედიტების სისტემის ამ მტაცებლური, კაბალური პრაქტიკის და მისი ხელშემწყობი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოების შეცვლა", — წერს მიქელაძე.
შოთა დიღმელაშვილის თქმით, ისეთი "ბარბაროსული პრაქტიკა", რომლის წინაშეც კეკელიძეების ოჯახი აღმოჩნდა, ყველგან გვხვდება. თუმცა, აქტივისტი აღნიშნავს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა თუ ევროკავშირში არსებობს სპეციალური რეგულაციები, რომლითაც გამსესხებლის უფლებებისა და მსესხებლის საჭიროებების დაბალანსებას ცდილობენ.
- "საქართველოში ამ მხრივ სრული განუკითხაობაა და კანონმდებლობა მორგებულია მტაცებლური პრაქტიკების გამტარებელთა ინტერესებს. რაც გასაკვირი არ არის, რადგან უამრავი მოქმედი მილიონერი პარლამენტარი ოფიციალურად არის ჩართული კერძო მევახშეობაში", — წერს დიღმელაშვილი.
გიორგი მელაშვილი: ევროპულ-ქართული ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გამოსახლების ამ კონკრეტულ ფაქტებს უსინდისო და ამაზრზენ თაღლითობას უწოდებს.
- "ნორმალურ ქვეყანაში საქმე უნდა აღიძრას თაღლითობაზე და უმწეობაში ჩავარდნილი ადამიანის ბოროტი მანიპულირებით", — ამბობს ის.
ოთო კახიძეს განსხვავებული შეხედულება აქვს — პარტია ევროპული საქართველოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არავინ არის ვალდებული, ფინანსური რესურსი სარგებლის მიღების გარეშე გაასესხოს.
- "მტაცებლური სესხი/მტაცებელი გამსესხებელი მავნებლური კომუნისტური ტერმინოლოგიაა", — აღნიშნავს კახიძე.
ლაშა ბუღაძე პოლიტიკოსებს აქტიურობისკენ მოუწოდებს:
- "სად ხართ პოლიტიკოსებო, როცა ასეთი პრობლემები აქვთ ადამიანებს? ამ აბლაბუდიდან გამოსავალს როგორ და ვინ ხედავთ? უმრავლესობას წყალი რომ გაქვთ პირში ჩაგუბებული", — წერს მწერალი სოციალურ ქსელში.
ვაკო ნაცვლიშვილი: მოძრაობა ხმის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მევახშეობის თანამედროვე ფორმები თაღლითურ სქემებს ეფუძნება და ეს ყველამ იცის, გარდა იმ ხალხისა, ვინც ამის არცოდნით სარგებელს იღებს.
- "ერთი აქტით შეუძლია პარლამენტს გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადება მევახშეობის თაღლითური სქემების შესწავლამდე. შეუძლია დროებითი კომისიის შექმნაც ამ სქემების შესასწავლად. მევახშეობის მსხვერპლებს აღარაფერი შეუძლიათ ფიზიკური წინააღმდეგობის გარდა", — აღნიშნავს ნაცვლიშვილი.
გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ სესხის აღებასთან დაკავშირებით რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება ბევრად მძიმე შედეგს მოიტანს.
პარტია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე წერს, რომ უკვე არსებობს უამრავი რეგულაცია, რომლებიც შეზღუდვებს უწესებს ბანკებსა თუ სხვა კრედიტორებს.
მისი აზრით, სწორედ სესხის აღების პროცესის გართულების შედეგია ის, რომ ადამიანები ცდილობენ, რეგულაციების გვერდის ავლის გზების ძიებას.
- "თუ კიდევ უფრო მეტ შეზღუდვას დავაწესებთ, ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ამ ყველაფრის, მნიშვნელოვანწილად, არალეგალურ სივრცესა და ორგანიზებული დანაშაულის ხელში გადასვლა. ასე რომ, ყველა, ვინც დღეს დამატებით შეზღუდვებს ლობირებს, პასუხისმგებლობას ინაწილებს იმაზე, რაც მომავალში მოხდება", — წერს ბოკერია.
პოლიტოლოგი გია ნოდია ასევე ფიქრობს, რომ რეგულაციები არ უნდა გამკაცრდეს, რადგან ეს კეთილსინდისიერ გადამხდელსაც გაურთულებს სესხის აღების პროცესს.
- ის წერს, რომ ფულის გასესხება ქონების გარანტიით — როგორც ბანკის, ასევე კერძო კრედიტორის შემთხვევაში, ყოველთვის მოიაზრებს ქონების დაკარგვის რისკს.
- "რეალური პრობლემაა, ზოგადად, სიღარიბე, კონკრეტულად კი — უპასუხისმგებლობა სესხების აღებისას და ზოგადად, ფულის მართვის კულტურის ნაკლებობა, რაც სიღარიბის ერთ-ერთი მიზეზია. (ფულის თვლა, ზოგადად, გვეჩოთირება, არ არის ქართველების საკადრისი საქმე). პოპულიზმი (ყველა ქვეყნის და ეპოქის პოპულისტებს ბანკები ეჯავრებოდათ) არც ერთს არ შველის - მხოლოდ აფუჭებს საქმეს", — წერს ნოდია.
ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ მევახშეობის შეზღუდვა არათუ ეწინააღმდეგება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, არამედ ეს არის საკუთრების დაცვის და მისი თავისუფლად განკარგვის ღონისძიება.
- "ბევრი შეიძლება ვიმსჯელოთ ამ საკითხზე: სამართლის თეორიის, ეკონომიკური შეხედულებების, ეთიკური თუ თავისუფლების ფილოსოფიური გააზრების კუთხით და პერსპექტივიდან, მაგრამ არ მგონია ეს ის საკითხი იყოს, როცა "ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს". ფაქტია, ვერ არეგულირებს", — წერს გვარამია.
ბესიკ ხარანაული რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს ხშირად ეხმიანება, ამჯერადაც ლექსით გამოთქვა საკუთარი აზრი:
- "მახსოვს, შავბნელ ოთხმოცდაათიანებში, ბარიკადები რომ აღმართეს
ნახალოვკაში. ვნახოთ, ხვალ რა იქნება ჯავის ქუჩაზე,
ქალებს და ბავშვებს რომ გამოასახლებენ" — წერს ხარანაული.
ნახეთ ასევე: გამოსახლება კეკელიძის #1-დან — დეტალები ფოტოებში
-
გადახედვამამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება მამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — საპროტესტო აქცია პარლამენტთან ხვალ, 22 საათზე დაიწყება "გავათენოთ საქართველოსთვის" — საპროტესტო აქცია პარლამენტთან ხვალ, 22 საათზე დაიწყება
-
გადახედვარატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი რატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი
-
გადახედვანიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება ნიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება
-
გადახედვა"ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს "ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს
-
გადახედვაგვჯერა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო — კონსერვატორიის სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პროფესორ-მასწავლებლების მანიფესტი გვჯერა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო — კონსერვატორიის სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პროფესორ-მასწავლებლების მანიფესტი
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
კომენტარები