წულუკიანი გელათზე პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს, კრიტიკოსებს კი სამართლებრივი მუქარით პასუხობს
რა მოხდა: გუშინ, 5 იანვრის საღამოს, კულტურის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის საპარლამენტო მოსმენის პარალელურად, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
აქციის ორგანიზატორები დეპუტატებს მოუწოდებდნენ, არ გამოეცხადებინათ ნდობა კულტურის მინისტრის კანდიდატის, თეა წულუკიანისთვის, რომელმაც, მათი თქმით,
- "სახელოვნებო და სამეცნიერო ინსტიტუტები მიზანმიმართულად ჩამოშალა;
- კულტურული მემკვიდრეობას საფრთხე შეუქმნა;
- გელათის უნიკალური მხატვრობა შელახა;
- ქოროღოს კოშკი გაანადგურა;
- სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტები შეაჩერა და ჩაშალა;
- საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა;
- სასამართლოში ოცამდე შრომითი დავა წააგო;
- კინოცენტრი, მწერალთა სახლი, კონსერვატორია და სამეცნიერო ინსტიტუტები კი მიიტაცა".
და იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატები მაინც მხარს დაუჭერენ კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის მორიგ ჯერზე დანიშვნას, პასუხისმგებლობაც გაიზიარონ მის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მიმართ.
ხელოვანების პროტესტის საპასუხოდ, თეა წულუკიანმა აქციის მონაწილეებს "მცირერიცხოვანი ჯგუფი" უწოდა და თქვა, რომ პროტესტი "არა ღირებულებების, არამედ ფულის გამო ატყდა".
- "ეს მცირე ჯგუფი შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პირობითად ბობოლები შეიძლება ვუწოდოთ, ვინც ამ ფინანსური სისტემის ბენეფიციარი იყო და დღეს თავს არ იწუხებს, იყვნენ წინა პლანზე, სხვა ადამიანები გამოჰყავთ წინა პლანზე, რომლებმაც არც კი იციან, რატომ არიან პროტესტში ჩართულები", — თქვა წულუკიანმა.
გელათის ტაძრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე კი, პასუხისმგებლობის საკითხი საპატრიარქოსკენ მიმართა.
- წულუკიანის თქმით, 2023 წლის 6 აპრილიდან საქართველოს საპატრიარქოსთან აქვთ ხელშეკრულება, რომელიც "არ არის ვადიანი".
- მან აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით, საპატრიარქოს გადაეცა ვალდებულებები, რაც გულისხმობს გელათისთვის ყველა საჭირო პროცედურის განხორციელებას.
"მე პასუხს ვაგებ 2021 წლის მაისიდან 2022 წლის 3 ოქტომბრამდე", — თქვა მან. "2022 წლის 3 ოქტომბრიდან ჩვენ მოგვეცა მითითება, რომ აღარ ვიმუშაოთ გელათში. ამიტომ, 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ, ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია ინსტიტუციურად, იქ რა ხორციელდება"
არქივიდან: გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქომ გადაიბარა — განახლდება გენერალური გეგმა
რა პრობლემები აქვს გელათს: 2023 წელს ჩუბინიშვილის კვლევითმა ცენტრმა, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციაა, გელათის რესტავრაციის შესახებ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა.
- ანგარიშის მიხედვით, "ტაძრის დასავლეთი მკლავის მხატვრობის არასწორი კონსერვაცია" და "თვითნებური ტონირება-რესტავრაცია" სცილდება პროფესიულ ეთიკისა და საერთაშორისო სტანდარტების ნორმებს.
- ასევე, 2020-2021 წლებში გამაგრებულ მონაკვეთებზე "მარილების დაშლა-კრისტალიზაციის პროცესი მიმდინარეა", ფრესკები აქერცლილია და ცვივა.
- დასკვნა ამბობს, რომ მოხდა რესტავრატორების მიერ "ინტერპრეტირებული რეალობით ისტორიული რეალობის ჩანაცვლება" და ეს "მხატვრობის ფალსიფიკაციაა".
წულუკიანის სამართლებრივი მუქარა ხელოვანებს: კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, რომელსაც კულტურის სფეროში მომუშავეთა მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ ხოლმე, აღნიშნა, რომ თუ 2023 წლის 6 აპრილის შემდეგ მომხდარ რაიმე ფაქტზე სამინისტროს ცილს დასწამებენ, "ამას მოჰყვება სამართლებრივი დავა".
- "მე ვაპირებ და ჩემს თანამშრომლებს აქვთ დავალება, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც ცილს დაგვწამებს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში. იმიტომ, რომ ამის მოთმენას მე პირადად აღარ ვაპირებ", — თქვა მინისტრობის კანდიდატმა, რომელიც ერთადერთია ქართული ოცნების გუნდში, ვინც სხვადასხვა სამინისტროში მინისტრის პოზიციაზეა უწყვეტად 2012 წლიდან.
წულუკიანმა, სამართლებრივ მუქარაზე პასუხი მალევე მიიღო ქუჩიდან: "კულტურას ვერ დაიჭერ" — უპასუხეს პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა ხელოვანებმა.
სამთავრობო პროპაგანდისტები ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე: მას შემდეგ, რაც 30 იანვარს გამოცემა პუბლიკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კინოცენტრი საკუთარი ბიუჯეტიდან გაიღებს თანხას სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიების წარმომადგენლების ბერლინში "გასაშუქებლად" წასაყვანად, წულუკიანმა პარლამენტში ამაზეც ისაუბრა.
კულტურის მინისტრობის კანდიდატის თქმით, კინოფესტივალის ქართული დელეგაციიდან 28 კინოს წარმომადგენელია, ხოლო ოთხი — მედიის სფეროდან.
- "მე ვერავინ ამიკრძალავს რომ კინოცენტრის საქმიანობა და ქართული კინოს ბერლინის ფესტივალზე წარმოდგენის ამბები სათანადოდ იქნეს წარმოდგენილი", — თქვა წულუკიანმა.
მისივე თქმით, 2019 და უფრო ადრეულ წლებში, კინოფესტივალზე მინიმუმ, 20-კაციანი დელეგაცია მიდიოდა საქართველოდან.
- "წლევანდელი დელეგაცია პირველად მიდის კინოფესტივალზე, თუ არ ჩავთვლით ზურა მაღალაშვილს, რომელიც კინოცენტრს ხელმძღვანელობდა ადრე", — აღნიშნა წულუკიანმა.
სტრიქონებს შორის: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თეა წულუკიანის მისამართით ორი საპროტესტო აქცია გაიმართა. 31 იანვარს მოძრაობამ ქართული კინო საფრთხეშია კულტურის სამინისტროსთან აქცია გამართა. ისინი აცხადებენ, რომ ამით ეხმიანებიან ეროვნული კინოცენტრის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას. მათ აქციაზე წულუკიანს 10 კითხვით მიმართეს.
5 თებერვალს, დღის ბოლოს პარლამენტში ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს და მხარი დაუჭირეს მათთვის ნდობის გამოცხადებას. მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცება 8 თებერვალს იგეგმება.
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები