არავითარი დაპირისპირება არ არსებობს — კობახიძე ღარიბაშვილზე
რა ხდება: ისევე, როგორც პრემიერობის პირველივე დღიდან, ირაკლი კობახიძე კვლავ ამბობს, რომ სამთავრობო შემადგენლობაში "არაჩვეულებრივი გუნდია" და მათთან ერთად აპირებს მუშაობის გაგრძელებას, თუმცა, მისი ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როდესაც მმართველი პარტიის მიერ პრემიერ-მინისტრად მის დანიშვნას მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება მოჰყვა.
- თანამდებობებს მეტწილად, წინა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული კადრები ტოვებენ.
- კობახიძე დღეს, 5 მარტს, მედიასთან გაკეთებული კომენტარისას ამტკიცებს, რომ "არავითარი დაპირისპირება არ აქვს" ღარიბაშვილთან, რომელსაც თანამდებობა გაუცვალა 1-ელ თებერვალს, პარტია ქართული ოცნების ყრილობაზე.
ამავე თემაზე: "კვირის ბოლომდე გავაკეთებ განცხადებას" — კობახიძე საკადრო ცვლილებებზე
ირაკლი კობახიძე: "არავითარი დაპირისპირება არ არსებობს [ღარიბაშვილთან]. რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს, იცით, რომ თავის დროზე მთავრობაში, უფრო დაბალ დონეზე საკადრო გადაწყვეტილებები მიიღებოდა, პირველ რიგში, პრემიერის მიერ. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ხედავთ, რომ მინიმალური მოცულობით ხორციელდება საკადრო ცვლილებები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ აბსოლუტურად ჯანსაღი ურთიერთობებია გუნდის შიგნით."
- მისივე თქმით, "ერთადერთი სადაც დაპირისპირება და დაქსაქსულობაა, ოპოზიციის რადიკალური ნაწილია."
კობახიძე ივანიშვილზე: კობახიძე, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის კონტექსტში ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან მიმდინარე კონსულტაციებზე აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს.
- "ჩვენ გვაქვს კონსულტაციები გუნდის ყველა ლიდერთან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის არამარტო იმის გამო, რომ ის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და ლიდერია, არამედ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ მას განსაკუთრებული დამსახურება აქვს გუნდის წინაშე და განსაკუთრებული უნარი, სწორი რჩევა მისცეს ადამიანებს", — თქვა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა საკითხზე მუდმივი კომუნიკაცია აქვს.
ბოლო ხაზი: მისივე თქმით, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე არ საუბრობს, რადგან ეს შიდა სამზარეულოა და "აქ დეტალებზე სწორი არაა საუბარი, თორემ დასამალი არაფერია."
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები