ნახეთ ბრიტანეთის საევროვიზიო სიმღერის კლიპი, რომელიც საქართველოში გადაიღეს
2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე შარშანდელ მასპინძელს, გაერთიანებულ სამეფოს, ცნობილი მომღერალი ოლი ალექსანდერი წარადგენს. მსოფლიოში ალექსანდერს ჯგუფ Years & Years-ის წამყვან ვოკალისტად იცნობენ. 33 წლის პოპვარსკვლავი კი ამჯერად ძალებს ევროფესტივალზე მოსინჯავს. მისი საკონკურსო სიმღერა, სინთპოპის ჟანრის კომპოზიცია Dizzy, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ სიმღერაზე ვიდეოკლიპი საქართველოში, ქართულ საპროდიუსერო გუნდთან თანამშრომლობითაა გადაღებული. ალექსანდერი კლიპზე სამუშაოდ თბილისში თებერვლის შუა რიცხვებში ჩამოვიდა და წლევანდელი ევროვიზიის ქართველ მონაწილეს, ნუცა ბუზალაძესაც, შეხვდა.
რაც შეეხება ვიდეოკლიპს: როგორც გითხარით, მასზე მრავალი პრიზის მფლობელმა ქართულმა საპროდიუსერო კომპანიამ, Shelter.Film-მა იმუშავა უცხოელ კოლეგებთან ერთად. გუნდის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ვიდეოს აღწერაშიც ნახავთ.
რიგით 68-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს შვედეთის ქალაქი მალმე უმასპინძლებს. წლევანდელი ევროფესტივალის ნახევარფინალური შოუები 7 და 9 მაისს, ფინალი კი 11 მაისს გაიმართება. კონკურსში 37 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
საქართველო ევროვიზიაზე წელს უკვე მეთექვსმეტედ წარდგება. იანვარში გახდა ცნობილი, რომ ჩვენს ქვეყანას ევროფესტივალზე ნუცა ბუზალაძე წარადგენდა. იმავე თვეში გამოცხადდა კონკურსი სიმღერის შესარჩევად. ბუზალაძის საკონკურსო კომპოზიცია, რომელსაც მარტში მოვისმენთ, 300-ზე მეტი განაცხადიდან შეირჩა. მასზე ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ ბალადა არაა — ეს თავად მომღერალმა დაადასტურა ინსტაგრამზე.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები