აღმოჩნდა, რომ ტეილორ სვიფტი ემილი დიკინსონს ენათესავება
ტეილორ სვიფტის ფანებისთვის საიდუმლო არაა, რომ პოპვარსკვლავი თავისი სიმღერების ტექსტებში ხშირად იყენებს ალუზიებს კლასიკოსი პოეტების შემოქმედებაზე. მუსიკოსს საყვარელ ავტორებს შორის მოუხსენიებია ცნობილი ამერიკელი პოეტი ემილი დიკინსონიც. ახლახან კი გაირკვა, რომ ეს შემთხვევითობა სულაც არაა — სვიფტი თურმე დიკინსონს ენათესავება.
გენეალოგიის კვლევითმა კომპანიამ Ancestry.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თანამედროვე პოპვარსკვლავსა და მე-19 საუკუნის პოეტს საერთო წინაპარი ჰყავდათ: ეს იყო ინგლისელი ემიგრანტი, რომელიც მე-17 საუკუნეში კონექტიკუტის პატარა ქალაქ უინძორის ერთ-ერთი პირველი მოსახლე გამხდარა. ექსკლუზიურ ცნობაში ასევე აღნიშნულია, რომ მას შემდეგ სვიფტის წინაპრების კიდევ ექვსი თაობა დარჩა კონექტიკუტში, მოგვიანებით კი, მათ პენსილვანიის ჩრდილოდასავლეთში გადაინაცვლეს, სადაც სწორედ სვიფტების საგვარეულოს დაუკავშირდნენ. ასე რომ, ტეილორი და ემილი ერთგვარად გარე ბიძაშვილები ყოფილან.
სხვათა შორის, 2022 წელს, როცა სვიფტმა ათწლეულის საუკეთესო სიმღერების ავტორის ჯილდო მიიღო, სამადლობელ სიტყვაში დიკინსონიც ახსენა.
"თუ ჩემი სიმღერების ტექსტები ემილი დიკინსონის მაქმანებიანი ფარდის ქსოვაში გართული დიდი ბებიის წერილივით ჟღერს, ამის უკან მე გახლავართ ფრთით ხელში", — განაცხადა მუსიკოსმა.
"ფრთა" ამ შემთხვევაში, წარმოსახვითი ობიექტია, რომელსაც სვიფტი იყენებს თავისი სიმღერების კატეგორიზაციისთვის: ფრთით, კალმისტრით და ბრჭყვიალა გელიანი კალმით დაწერილი ტექსტები.
///
ალბათ არც ისაა უბრალო დამთხვევა, რომ სვიფტის რიგით მე-9 სტუდიური ალბომი, Evermore, რომელიც "ფრთით" დაწერილ ყველაზე მეტ სიმღერას აერთიანებს, 10 დეკემბერს გამოვიდა — ემილი დიკინსონის დაბადების დღეზე.
ტეილორ სვიფტის სიმღერების ტექსტების პოეტურობა აკადემიურ წრეებშიც არ დარჩენიათ ყურადღების მიღმა. 2022 წელს, კემბრიჯის ლათინური ენის პროფესორმა თავის სტუდენტებს ურჩია, სწავლის პროცესში სვიფტის სიმღერებიც გამოეყენებინათ. გასულ წელს ცნობილმა შექსპიროლოგმა პოპვარსკვლავს "ბუმბერაზი პოეტი" უწოდა. ცოტა ხნის წინ კი ბელგიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ტეილორ სვიფტის ინსპირაციით ლიტერატურული სალექციო კურსი შეიქმნა.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
კომენტარები