მოსამართლეთა კონფერენცია "შეშფოთებულია" მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების გამო და განცხადებას ავრცელებს
რა ხდება: იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენცია გაიმართა, რომელსაც 295 მოსამართლე ესწრებოდა.
- მათ On.ge-ს აცნობეს, რომ კონფერენციაზე განიხილეს უზენაესი სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება "ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას";
- ისინი აცხადებენ, რომ კონფერენციაზე, ამ განცხადებას მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
კონტექსტი: გუშინ, 23 მარტს, 26-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მოსამართლეთა კონფერენციის მიზანია კეთილსინდისიერების შემოწმების თავიდან აცილება, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯთან.
- "კლანი გეგმავს, წარადგინოს მიმართვის პროექტი და მოიპოვოს მოსამართლეთა კორპუსის მხარდაჭერა მათი კეთილსინდისიერების შემოწმების თავიდან ასაცილებლად", — წერია განცხადებაში. მეტი
ფართო სურათში: კეთილსინდისიერების შემოწმების წინააღმდეგ არიან მიმართული მხოლოდ მმართველი პარტია ქართული ოცნება და სასამართლო სისტემის გავლენიანი პირები. მათ რიგშია საქართველოს უზენაესი სასამართლოც.
ევროკავშირის პირობების თანახმად, მართლმსაჯულების სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად საჭიროა კეთილსინდისიერების შემოწმება უფრო საფუძვლიანად და სისტემატურად, რეგიონში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ევროკომისიასა და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე.
- საუბარია არა საქართველოს ყველა მოსამართლის, არამედ, დაახლოებით, 60 პირის, რომლებსაც წამყვანი პოზიციები უკავიათ სასამართლო სისტემაში.
- კონკრეტულად, შესამოწმებელ პირთა შორის არიან: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და სასამართლოების თავმჯდომარეები. მეტი
რა უნდა ვიცოდეთ კეთილსინდისიერების შემოწმების შესახებ: ამის შესახებ არა მხოლოდ ევროპელი პარტნიორები, არამედ საქართველოს ორგანული კანონიც საუბრობს, რომლის მიხედვით, კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია:
- პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი;
- დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა;
- პიროვნული და პროფესიული ქცევა;
- პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია;
სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატთან მიმართებით, ამ მახასიათებლებს "ფინანსური ვალდებულება" ემატება. შემფასებლები ითვალისწინებენ ინფორმაციას მისი შემოსავლის წყაროს, აქტივების, საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ქონების და ამ ქონებისა და შემოსავლის შესაბამისი ვალისა და ვალდებულების შესახებ.
კანონი განმარტავს, რომ პირის ფინანსური ვალდებულების შემოწმების მიზანია, შეფასდეს, არსებობს თუ არა საფუძველი მისი ქონებრივი ინტერესების მართლმსაჯულების ინტერესებთან დაპირისპირებისა, რამაც, შესაძლებელია, საფრთხე შეუქმნას მის მიუკერძოებლობას. მეტი
რედაქციისგან: დაასრულებს თუ არა კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლო კლანს
მოსამართლეთა კონფერენციის განცხადება:
"საქართველოს უზენაესი სასამართლო გამოთქვამს შეშფოთებას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის — ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.
ნათელია, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს "კეთილსინდისიერების" შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე.
უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა მიმართ გარეგანი ზეწოლის როგორც მითითებული შინაარსი, ისე ამ მასშტაბით განხორციელება, საამისოდ გათვალისწინებული ფაქტობრივი მოცემულობის არარსებობის პირობებში, ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ აღნიშნული წარმოადგენს თითოეული მოსამართლისადმი ინდივიდუალურად მიმართულ გზავნილს-შესაბამისი დღის წესრიგით გაცხადებული პოლიტიკური კონტროლისათვის დაქვემდებარებაზე უარის გაცხადების პირობებში-მათ მიმართ შემოწმების საგანგებო მექანიზმების გავრცელება/გამოყენების დაშვების თაობაზე. სასამართლოში მუდმივი დაძაბულობის კლიმატის შექმნა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს თითოეული მოსამართლის ინდივიდუალურ საქმიანობაზე. ამგვარ პირობებში კი ნიშანდობლივია მცდელობა, რომ საერთო სასამართლოების სისტემის ყურადღება, მართლმსაჯულების განხორციელების საკვანძო ფუნქციის განხორციელების ნაცვლად, მიმართული იყოს ისეთი პროცესებისკენ, რომელიც თავისი შინაარსით არასამართლებრივია და წმინდა პოლიტიკური ხასიათის შემცველია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღეს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს მიხედვით, განსაკუთრებული სიზუსტით და მომეტებული სიფრთხილით მოწმდება თითოეული მოსამართლის კეთილსინდისიერების, კომპეტენტურობის და მოსამართლის მაღალ თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხები, რისი მაგალითიც გახლავთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის უპრეცედენტო პროცესი, რომელსაც პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებდა ქვეყნის მოსახლეობა.
მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების ინიციატორები მიზანმიმართულად კვლავ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მიიჩნევენ ე.წ. "ვეტინგის" ადრესატებად.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოსამართლე, ყოველწლიურად ავსებს რა დეკლარაციას, რომელიც საჯაროა, ქმნის სავსებით საკმარის საინფორმაციო ბაზას მისი ქონებრივი მდგომარეობის სრულფასოვანი მონიტორინგისათვის.
რედაქციისგან: რა აჩუქა მამამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და რა მოხდებოდა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში
ამას ემატება არასამთავრობო სექტორის შერჩევით ცალკეულ მოსამართლეთა დეკლარაციების სპეციალური მონიტორინგი.
არსებულ მოცემულობაში, ე.წ. "ვეტინგის" მოთხოვნა არის დაინტერესებული პირების მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვა მართლმსაჯულების სისტემაზე. ცხადია, რომ მითითებული აქტორების მოჭარბებული ინტერესი და მათი დღის წესრიგი მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს ლეგიტიმაციის შესუსტებას და მართვის მექანიზმების სასამართლოს მიღმა გატანას.
საქართველოს უზენაესი სასამართლო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სასამართლო სისტემაში არც მოსამართლეთა კეთილსინდისიერება თუ კვალიფიკაცია, არც მართლმსაჯულების ხარისხი და არც გადაწყვეტილებათა დასაბუთების სტანდარტი არ მიუთითებს სამართლის უზენაესობის პრობლემის არსებობაზე.
აღნიშნულის საპირისპიროდ, საერთაშორისო პრაქტიკამ თვალნათლად აჩვენა, მსგავსი ე.წ. "საგანგებო პროცედურების შედეგი", სამართლის უზენაესობის პრინციპის განმტკიცების ნაცვლად ამ პრინციპის მოსპობა.
რედაქციისგან: სხვა ქვეყნების მართლმსაჯულების პროგრესის გზა ევროინტეგრაციის პროცესში
და ბოლოს, ნათელია, რომ ე.წ. "ვეტინგი" არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს — სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის, ინდივიდუალური მოსამართლისა თუ მოსამართლეთა ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ღირსების, დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური რეპუტაციის შემლახველ პროცედურას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სწორად იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდან."
-
გადახედვაბათუმის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ ბათუმის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ
-
გადახედვაპირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა პირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა
-
გადახედვა38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს 38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს
-
გადახედვაპარლამენტში რუსული კანონის მისაღებად მესამე, საბოლოო მოსმენა დაიწყეს პარლამენტში რუსული კანონის მისაღებად მესამე, საბოლოო მოსმენა დაიწყეს
-
გადახედვააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯიმ ო'ბრაიენი მთავრობის კანცელარიაშია — რა ვიცით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯიმ ო'ბრაიენი მთავრობის კანცელარიაშია — რა ვიცით
-
გადახედვასაპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა საპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა
-
გადახედვაკობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
-
გადახედვაპარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაკობახიძე: დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით კობახიძე: დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით
-
გადახედვაირაკლი კობახიძის თქმით, ო'ბრაიენს სურდა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს უარი უთხრა ირაკლი კობახიძის თქმით, ო'ბრაიენს სურდა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს უარი უთხრა
-
გადახედვაადვოკატის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი ნაცემია, აქვს სისხლჩაქცევები და სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი ადვოკატის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი ნაცემია, აქვს სისხლჩაქცევები და სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი
-
გადახედვამყარი სუპერდედამიწის გარშემო ატმოსფეროს ყველაზე დამაჯერებელ კვალს მიაგნეს მყარი სუპერდედამიწის გარშემო ატმოსფეროს ყველაზე დამაჯერებელ კვალს მიაგნეს
-
გადახედვაცოტა შოკში არიან, საერთოდ რომ არავინ შეხვდათ ხელისუფლებიდან — ბაია პატარაია ევროპის ქვეყნების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე ცოტა შოკში არიან, საერთოდ რომ არავინ შეხვდათ ხელისუფლებიდან — ბაია პატარაია ევროპის ქვეყნების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე
-
გადახედვასაპროტესტო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს საპროტესტო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს
-
გადახედვაიმედმა და რუსთავი 2-მა წაშალეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ო'ბრაიენს ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი ჩამოაქვს იმედმა და რუსთავი 2-მა წაშალეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ო'ბრაიენს ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი ჩამოაქვს
-
გადახედვახვალ, 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ, კულტურის მარში გაიმართება ხვალ, 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ, კულტურის მარში გაიმართება
-
გადახედვაროგორ შევძლოთ ფუნქციონირება ღამისთევის შემდეგ — 5 რჩევა როგორ შევძლოთ ფუნქციონირება ღამისთევის შემდეგ — 5 რჩევა
-
გადახედვარუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
-
გადახედვა"დღეს დავტოვე განცხადება და წამოვედი. მე არ ვეთანხმები ხელისუფლების კურსს" — ივლიანე ხაინდრავა "დღეს დავტოვე განცხადება და წამოვედი. მე არ ვეთანხმები ხელისუფლების კურსს" — ივლიანე ხაინდრავა
-
გადახედვა19:00 საათზე სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას მარშით შეუერთდებიან 19:00 საათზე სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას მარშით შეუერთდებიან
-
გადახედვამასშტაბური კვლევის მიხედვით, ინტერნეტი კეთილდღეობასთან ასოცირდება მასშტაბური კვლევის მიხედვით, ინტერნეტი კეთილდღეობასთან ასოცირდება
კომენტარები