ტერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო
რა ხდება: გამოცემა ბლუმბერგი, კრემლთან კავშირების მქონე ოთხ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო წრეში მიიჩნევენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება კროკუს სითი ჰოლის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობის შესახებ.
- მოსაზრების, რომ თითქოს, თავდასხმის მიღმა უკრაინა დგას, რუსეთში თითქმის არავის სჯერა, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე, ბიზნეს ელიტაში, ამბობენ ჟურნალისტების თანამოსაუბრეები.
დეტალები: ბლუმბერგის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, პუტინთან შეხვედრებისას ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ მომხდარი ტერაქტის უკრაინასთან კავშირი არ არსებობდა. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი კვლავ განზრახ ცდილობს, გამოიყენოს ტრაგედია რუსების გაერთიანების მცდელობისთვის, უკრაინასთან ომის კონტექსტში, წერს გამოცემა.
- სტატიაზე მომუშავე ჟურნალისტების წყაროები ირწმუნებიან, რომ კრემლის ოფიციალური პირები "შოკირებული იყვნენ" რუსეთის სადაზვერვო სამსახურების წარუმატებლობით, თავიდან აერიდებინათ კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმა, რასაც, ბოლო მონაცემებით, 139 ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 182.
კონტექსტი: რუსეთში, მოსკოვში, ტერაქტი 2024 წლის 22 მარტს მოხდა.
- რამდენიმე საათშივე, მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო. მეტი
- ტერაქტიდან მეორე დღეს, 23 მარტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვეს, რომ მოსკოვი ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილეს, რომ ისლამური სახელმწიფო რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმას გეგმავდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ ინფორმაციას "პროვოკაციული" უწოდა.
რა ვერსიას ავრცელებს პუტინი: 22 მარტიდან დღემდე მან უკვე ორჯერ სცადა ტერაქტის უკრაინასთან დაკავშირება.
- თავდასხმიდან 19 საათის შემდეგ გაკეთებული პირველი განცხადებისას თქვა, რომ ტერორისტები უკრაინისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს, სადაც, თითქოს, უკრაინულმა მხარემ მათ საზღვრის გადაკვეთისთვის "ფანჯარა" მოუმზადა.
- მორიგ განცხადებაში კი თქვა, რომ აუცილებელია პასუხის გაცემა კითხვაზე — "რატომ ცდილობდნენ ტერორისტები დანაშაულის ჩადენის შემდეგ უკრაინაში წასვლას, ვინ ელოდა მათ იქ".
- პუტინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა "რადიკალური ისლამისტების ხელით", შეერთებული შტატები ცდილობს, დაარწმუნოს სხვა ქვეყნები, რომ "სავარაუდოდ, არ არსებობს კიევის კვალი მოსკოვის ტერაქტში, რომ სისხლიანი ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა ისლამის მიმდევრების მიერ".
კიევის პასუხი პუტინს: უკრაინა უარყოფს რაიმე სახის მონაწილეობას მოსკოვში მომხდარ ტერაქტში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის პრეზიდენტმა, პუტინის ვარაუდებზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტს "ავადმყოფი და ცინიკური არსება" უწოდა.
- "პუტინისთვის ყველა ტერორისტია, საკუთარი თავის გარდა, თუმცა, თავადვეა ის, ვინც უკვე ორი ათწლეულია, ტერორით იკვებება", — განაცხადა ზელენსკიმ.
გაიგე მეტი: რუსეთში ტერაქტის საქმეზე 4 პირს ბრალი წაუყენეს — ოთხივე მათგანი ნაწამებია
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
კომენტარები