15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი
მოკლედ: საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, 2023 წელს მშობლებისგან საჩუქრად 150 000 ლარი მიიღო, ისევე როგორც
- 2022 წელს — 180 000 ლარი;
- 2021 წელს — 150 000 ლარი;
- და 2020 წელს — 150 000 ლარი.
- ჯამში, დეკლარაციების თანახმად, ღარიბაშვილს, ბოლო ოთხ წელიწადში, პენსიონერმა მშობლებმა 630 000 ლარი აჩუქეს.
რა მოხდა: 2024 წლის 23 მარტს, ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია განაახლა. დეკლარაციის მიხედვით,
- 2023 წელს ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც პრემიერ-მინისტრის, წლიური ხელფასი 45 104 ლარი იყო, ხოლო ფულადი დანაზოგი 50 000 ლარი.
- ღარიბაშვილმა ოჯახური მოგზაურობისთვის 20 000 დოლარი დახარჯა, ხოლო ოჯახური წვეულებისთვის 15 000 ლარი გადაიხადა.
- 2023 წელს ირაკლი ღარიბაშვილის შვილის, ანდრია ღარიბაშვილის სწავლის საფასური 24 091 ლარი იყო, გაბრიელ ღარიბაშვილის 13 372 ლარი, ხოლო ნინო ღარიბაშვილის — 5 445 ლარი.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის შვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაფრენა 109 000 ლარი დაჯდა. დეკლარაციის მიხედვით, თბილისი-მიუნხენი-თბილისის საჰაერო რეისის ხარჯის გადახდა მოხდა 2 ეტაპად: 94 500 ლარი და 15 000 ლარი.
სტრიქონებს შორის: 2023 წლის სექტემბერში, ტვ პირველზე გავიდა ნოდარ მელაძის შაბათის საგამოძიებო სიუჟეტი, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ღარიბაშვილმა, აშშ-ში შვილთან ერთად პირადი ფრენისთვის სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა. ამას მოჰყვა მთავრობის სტრატკომის განმარტება, რომ ამისთვის პრემიერ-მინისტრს საბიუჯეტო თანხები არ გამოუყენებია. სტრატკომის განცხადებამ გააჩინა კითხვა: როგორ შეუძლია ღარიბაშვილს, დაახლოებით, 100 000 ლარის გადაიხადოს აშშ-ში პირადი ფრენისთვის, როდესაც მისი დეკლარირებული შემოსავლების მიხედვით, მისი 2022 წელს წლიური შემოსავალი 41 000 ლარი იყო.
რა ქონებას ფლობს ირაკლი ღარიბაშვილი: მას სამი ბინა აქვს, ასევე, ავტომობილი, ავტოფარეხი და არასაცხოვრებელი ფართი თბილისში.
- 2019 წელს ნაყიდი, იმავე წელს გამოშვებული ავტომობილი — აუდი A8. ამისთვის ღარიბაშვილმა 75 620 ევრო დახარჯა. დეკლარაციაში მიუთითებს, რომ აუდი განვადებით იყიდა.
- 2009 წელს, 100 000 ლარად ნაყიდ ბინასა და 10 000 ლარად ნაყიდ ავტოფარეხს ფლობს გაგარინის ქუჩაზე;
- 2011 წელს, ორი ბინა იყიდა მოსაშვილის ქუჩაზე. აქედან ერთის ღირებულება იყო 185 000 ლარი, მეორე ბინის ფასი დეკლარაციაში არ მიუთითებია.
- 2011 წელსვე, 6 711 ლარად ნაყიდი აქვს არასაცხოვრებელი ფართი ასევე, მოსაშვილზე.
- 221 000 ლარი აქვს მითითებული გრაფაში — საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თქვენი ან ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
ბოლო ხაზი: 2024 წლის 22 იანვარს, ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო გამოაქვეყნა თანამდებობის პირთა 300 მაღალჩინოსნის სია, რომელთა ქონებრივი დეკლარაცია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და კორუფციის მაღალი რისკიდან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს. სიაში არიან როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები. მეტი
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები