მთავრობის პროპაგანდისტი: ჩემი ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპა ჩემთვის ევროკავშირი არ არის
რა ხდება: ქართული ოცნების ხელისუფლების პროპაგანდისტი და ქალების სექსუალურ შევიწროებაში მხილებული შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ მისთვის "ევროკავშირი ევროპა არ არის."
რატომ არის მნიშვნელოვანი: ხელისუფლების პროპაგანდისტი რამიშვილი ამ ანტიევროპულ გზავნილებს ავრცელებს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მხოლოდ 9 ნაბიჯის შესრულება აშორებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებამდე.
- კონტექსტი: არაერთი გამოკითხვა ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროინტეგრაციის მომხრეა, თუმცა, ამის საპირისპიროა ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკაც, მისი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებებიც და ქვეყნის დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ მიმართული ზოგადი სამთავრობო რიტორიკაც, რომლითაც ისინი აფერხებენ ევროკომისიისგან 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის წარდგენილი 9 პუნქტის შესრულების პროცესს.
-
ფართო სურათში: 2023 წლის 14 დეკემბერს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. მანამდე, 8 ნოემბერს, საქართველომ მიიღო დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიისგან, თუმცა — 9 პირობით.
ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას მოლაპარაკებების პროცესი მოსდევს, მაგრამ სწორედ 9 ნაბიჯის ეფექტური შესრულება განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა საქართველო, მომდევნო, 2024 წელს გაიაროს გზა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. რამდენად წარმატებით გაართვა თავი ქვეყანამ პირობების შესრულებას, ამას ევროკომისია დასკვნის სახით გაგვაცნობს 2024 წლის ოქტომბერში, თუმცა, მანამდე, ისინი შუალედური ანგარიშითაც შეაფასებენ პროცესს.
POS TV-ის კონტექსტი: ქართული ოცნების ხელისუფლების პროპაგანდისტი, შალვა რამიშვილი წარმოადგენს POS TV-ს, ღიად ანტიდასავლურ სამთავრობო-პროპაგანდისტულ ტელეარხს.
- 2022 წლიდან, საკონტროლო პაკეტით მისი ერთ-ერთი მფლობელია ვიქტორ ჯაფარიძე — ღიად ანტიდასავლური დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ხალხის ძალიდან.
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ამბობს, რომ ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს.
ქართული ოცნების დაქვემდებარებაში არსებული სხვა ტელევიზიების მსგავსად, ჯაფარიძის ტელევიზიაც, რომელსაც რამიშვილი მართავს, საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამების შინაარსით, თითქმის ზედმიწევნით იმეორებს რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიების კურსს, რაც, არსებითად, ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას გულისხმობს.
- ამისთვის POS TV ხშირად მიმართავს იმავე შეთქმულების თეორიებს, რასაც კრემლისტური მედია ავრცელებს რუსეთში.
20 აპრილს, როდესაც თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქში რუსული კანონის საწინააღმდეგო სახალხო პროტესტი იმართებოდა, ყოველკვირეულ გადაცემაში რამიშვილი ევროკავშირს მოიხსენიებს, როგორც "კორუმპირებულს".
რა თქვა ქართული ოცნების პროპაგანდისტმა: "მოდი, ასე ვთქვათ — ევროკავშირი არ არის ევროპა. როცა შენ გინდა ევროპა... ევროკავშირში არის სულ სხვა აზრი, ევროპაში არის სულ სხვა.
- მე მინდა ევროპაში, მე არ მინდა იმ კორუფციულ გაერთიანებაში, რადაც შეიძლება, ევროკავშირი იქცეს...
- ჩემი ადგილი არის ევროპაში, მაგრამ ევროპა ჩემთვის ევროკავშირი არ არის.
- როდესაც ფეჩი ხარო და ბოლი გამოუშვიო, გეუბნება ევროკავშირი, ეს ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი. მე, იმასთან არგუმენტების რესურსი როდესაც გამოლეული მაქვს, მე იმასთან ურთიერთობა აღარ მინდა. უბრალოდ, რას შვრებიან — ევროკავშირისა და ამერიკის ზოგიერთი სტრუქტურა არის ძლიერი და გჩაგრავს, ეს არის ელემენტარული. ჩაგვრა, ხალხო!", — თქვა რამიშვილმა.
ვისი მიზანია საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გავრცელება: რუსეთის.
ამას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ანგარიშები. მაგალითად, 2017 წლის ანგარიშში ვკითხულობთ:
"საქართველოში, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანებია:
- ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება;
- მოსახლეობის მხრიდან ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ არაერთხელ გაცხადებული მტკიცე მხარდაჭერის მიუხედავად, სხვადასხვა დეზინფორმაციული თუ პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით, მოსახლეობაში საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიმართ უნდობლობის გაღვივება, დემოკრატიული ღირებულებებისა და სისტემების დაკნინება და საპირწონედ, ცალკეული ქვეყნების ინტერესებს მორგებული მსოფლმხედველობის გავრცელება;
- საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა;
- ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა, რათა ქვეყანაში განვითარდეს დეზინტეგრაციული პროცესები და მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზაცია."
ეს კი ის დოკუმენტია, რომელიც მოიცავს საქართველოს თავდაცვის სტრატეგიას 2021-2025 წლებისთვის.
თავდაცვის სამინისტრომ, 2021 წელს დაწერა, რომ:
"რუსეთი გააგრძელებს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში ეროვნული თანხმობის შერყევისა და საზოგადოებაში არსებული პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის დისკრედიტაციის მიზნით".
- პროგნოზი ახდა: 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის აგრესიული შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსულმა დეზინფორმაციამ ახალი მასშტაბი მიიღო.
თუკი მანამდე, "ოცნების" ხელისუფლება ოფიციალურ დოკუმენტებში ანტიდასავლური განწყობების დანერგვას საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის მიზნად ასახელებდა, ახლა, იმავე ხელისუფლების გავლენიანი მაღალჩინოსნები იქცნენ ამ მიზნის რეალიზების ნაწილად, საჯარო განცხადებებითა და კონსტიტუციურ პრიორიტეტებს აცდენილი საგარეო კურსით, რამაც გააჩინა მნიშვნელოვანი დაბრკოლება სტრატეგიულ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობასა და ევროინტეგრაციის პროცესში.
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები