ვაშაძე: ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება ქვეყნისთვის საფრთხეა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი და პოლიტიკური ბლოკის პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობა დატოვეს ყველაზე პროფესიონალმა ადამიანებმა, რომელთაც რეალურად შეეძლოთ პარტიის რეფორმირება. ამის შესახებ ვაშაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა:
"პირველი რაც მინდა ვთქვა, რომ, ვფიქრობ, რომ ყველაზე პროფესიონალმა ადამიანებმა ნამდვილად დატოვეს ნაციონალური მოძრაობა. იმ ადამიანებმა, მათ შორის მეც, ვინც მართლა ცდილობდა ნაციონალური მოძრაობის რეფორმირებას, ცვლილებებს. მე ვფიქრობ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩნენ ადამიანები, რომელთაც არავითარი საერთო არ აქვთ ცვლილებებთან."
გიორგი ვაშაძე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას ქვეყნისთვის საფრთხედ მიიჩნევს. მისი თქმით, ენმ-ს არ აქვს გააზრებული შეცდომები, რომლებიც 2012 წლამდე დაუშვა:
"ვერ გაიაზრეს რა პრობლემებია, რა შეცდომებია დაშვებული თავის დროზე. ვფიქრობ, რომ [მათი დაბრუნება] საფრთხეა ქვეყნისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ გააზრებული ის შეცდომები რაც იყო დაშვებული 2012 წლამდე. მე არ მგონია, რომ ახლა შურისძიება შურისძიებამ უნდა ჩაანაცვლოს ისევ ქვეყანაში. ორმაგი შურისძიების მსხვერპლი ისევ ქართული საზოგადოება გახდება, საქართველოს ეკონომიკა გახდება და კიდევ მეტი პრობლემა იქნება ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ გვჭირდება სრულიად ახალი პოლიტიკური ძალა და პაატა ბურჭულაძის ბურჭულაძის გარშემო შემოვიკრიბეთ პროფესიონალი ადამიანები ვისაც კონკრეტულად შეუძლია საქმის კეთება."
გიორგი ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობის დატოვების შესახებ 5 მაისს განაცხადა.
5 ივნისს ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო წარადგინა.
5 აგვისტოს შეიქმნა ახალი პოლიტიკური ბლოკი ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი.
18 აგვისტოს ბურჭულაძის პარტია, გირჩი, ახალი საქართველო და ახალი მემარჯვენეები პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანდნენ.
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები