EMC: სტურუას დედას, ფიზიკური თავდასხმის შემდეგ, მოძალადე პირი მოკვლით ემუქრება
დემურ სტურუას დედის ნონა ჯოჯუასა და მისი უმცროსი შვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია EMC განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დემურ სტურუას დედას დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება. მათივე თქმით, მოძალადე პირი თავდასხმის შემდეგ, ნონა ჯოჯუას მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის:
"ნონა ჯოჯუას განმარტებით, მასზე ფიზიკური თავდასხმის მომენტიდან, მოძალადე პირის მიერ სატელეფონო ზარებით და მესიჯებით გრძელდება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც გამოძიების მიერ ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული და გამოძიება მათ შორის უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს".
EMC ნანა ჯოჯუას ინფორმაციით, წერს რომ თავდასხმა უკავშირდება ერთ-ერთი მოწმის უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნონა ჯოჯუამ დემურ სტურუას საქმის გამოძიების პროცესში იგი გარკვეულ კონტექსტში დაასახელა სამართალდამცავ ორგანოებთან, რის შემდეგაც მოხდა ამ პირის მოწმის სახით დაკითხვა პროკურატურაში.
დემურ სტურუას დედას ნონა ჯოჯუას 3 სექტემბერს, გამთენიისას სცემეს.
EMC მოითხოვს, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გადაეცეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მონაწილეობის გარეშე გამოიძიებს:
"იმ პირობებში, როცა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ბრალდებული პოლიციის თანამშრომელია და ადგილობრივი პოლიციის მიმართ ოჯახს ნდობა არ გააჩნია, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, რომ ნონა ჯოჯუას ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინსიტრომ აწარმოსს".
ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს, რომ დღევანდელი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი არ უნდა აღიქვან დემურ სტურუას საქმის გამოძიებისგან იზოლირებულად. გამოძიებამ აღნიშნული ძალადობა, მათ შორის, უნდა შეაფასოს დაზარალებულზე და მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტად.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. მათივე განმარტებით ნონა ჯოჯუას ნაცნობ მამაკაცთან პირად საქმეზე მოუვიდა შელაპარაკება.
EMC-ის განცხადებით, გაუგებარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ნონა ჯოჯუას ცემა ხსენებულ პირთან პირადი ხასიათის კონფლიქტის შედეგი:
"იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოძიება დღეს დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებები ამ მომენტამდე ხორციელდება და საქმის მოტივი ჯერ გამოკვეთილი არ არის ეჭვს ბადებს შსს-ს მიერ ძალადობის მოტივის წინასწარი დასახელება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ეს კიდევ ერთი დამატებითი მიზეზია ნიშანია დემურ სტურუას დედის ცემის საქმის პროკურატურის მიერ დაქვემდებარებისთვის".
ორგანიზაცია მოითხოვს რომ დემურ სტურუას ოჯახის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის გამოიყენონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიება.
"გარდაცვლილი სტურუას ოჯახის წევრები შიშის და დაუცველობის ქვეშ იმყოფებიან და მათზე განმეორებითი თავდასხმის თავიდან აცილებისთვის ამ ეტაპზე არანაირი ღონისძიება არ არის მიღებული".
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
კომენტარები