მაიკ უოლცი უკრაინაზე: ტონს უნდა დაუწიონ, ცივი გონებით შეხედონ და [მინერალების შეთანხმებას] ხელი მოაწერონ

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა უკრაინის შესახებ მორიგი კრიტიკული კომენტარი გააკეთა და მინერალების შესახებ შეთახმებასაც შეეხო, რომლის თანახმადაც, უკრაინამ აშშ-ს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ წიაღისეული მინერალების 50% უნდა დაუთმოს.
"მათ ტონს უნდა დაუწიონ, ცივი გონებით შეხედონ და შეთანხმებას ხელი მოაწერონ", — განაცხადა უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში.
უოლცის თქმით, "მიუღებელია უკრაინის უარი შეთანხმებაზე იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც აშშ და დონალდ ტრამპი უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად აკეთებენ".
უოლცის კომენტარი ეხმიანებოდა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის არსებულ უთანხმოებასაც — გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს "დეზინფორმაციულ სივრცეში მოხვედრილი" უწოდა, ხოლო ტრამპმა ზელენსკი "დიქტატორად" მოიხსენია და არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.
უოლცი შეეხო უკრაინული მხარის პროტესტსაც იმასთან დაკავშირებით, რომ დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებს უკრაინის ჩართულობის გარეშე აწარმოებს — უოლცმა განაცხადა, რომ აშშ-ს მოკავშირეებთან და უკრაინასთან კონსულტაციები არ შეუწყვეტია.
"დიპლომატიაში ამისთვის ცალკე სიტყვა არსებობს — მას ეწოდება მაქოს დიპლომატია, რადგან მაგიდასთან ყველას ერთდროულად დასხდომას აქამდე უბრალოდ არ უმუშავია", — განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა.
ასევე იხილეთ: ტრამპმა ზელენსკი დიქტატორად მოიხსენია და არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
კომენტარები