აზერბაიჯანმა უცხოური მედიის მიმართ დაწესებული შეზღუდვები გააფართოვა — ამჯერად ეს შეზღუდვები შეეხო ამერიკის ხმას.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივან აიხან გაჯიზადეს განცხადებით, ამერიკის ხმას აზერბაიჯანში მხოლოდ ერთი კორესპონდენტის მუშაობის უფლება ექნება.

გასულ კვირას, ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა BBC-მ აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნის შემდეგ, საკუთარი აზერბაიჯანული ოფისი დახურა. როგორც ამერიკის ხმას, ისე BBC-ს აზერბაიჯანში მხოლოდ ერთი კორესპონდენტის შენარჩუნების უფლება მისცეს.

ასევე იხილეთ: აზერბაიჯანის მთავრობამ ბაქოში BBC News-ის აზერბაიჯანული მაუწყებლობის შეჩერების ბრძანება გასცა