საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ფოქრობს, რომ მაუწყებლის ირგვლივ აჟიოტაჟი არხზე ზრუნვის გამო არ ხდება. ამის შესახებ მან პირველ არხთან ინტერიუს დროს განაცხადა.

"აჟიოტაჟი ატეხილია. ეს აჟიოტაჟი არ არის ატეხილი იმის გამო, რომ ვინმე საზოგადოებრივი მაუწყებელი ბედზე ზრუნავს. რა საკვირველია მსგავსი [გადაცემების დახურვა] არაფერი იგეგმება. აღმასრულებელი საბჭო, დირექტორები წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების შესახებ და ამას წარმოვადგენთ საზოგადოების წინაშე... ტელევიზიაში არ არის სახარბიელო ვითარება. ჩვენ გვინდა მთლიანად საზოგადოების სამსჯელო გახდეს, დისკუსიის საგანი გახდეს და არ იყოს მხოლოდ ერთი ჯგუფის სამფლობელო და განსასჯელი. აი ეს იქნება ორშაბათს,“ - აღნიშნა მაღლაფერიძემ.

გუშინ, 3 თებერვალს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მათთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა რეალური სივრცის დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა.