გირჩის რელიგიური ორგანიზაცია ბიბლიური თავისუფლება საქმიანობის გასაგრძელებლად შემოწირულობას ითხოვს. ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მღვდელმსახურების მსურველებს, სურვილისა და შესაძლებლობისამებრ, შეუძლიათ ეკლესიას შესწირონ ნებისმიერი რაოდენობის თანხა.

მათივე თქმით, ეკლესიის ანგარიშის ნომერი გამოქვეყნდება ორშაბათს, 24 აპრილს და თანხა მოხმარდება შემდეგი ტიპის ხარჯებს:

  • კანცელარიის წარმოების;
  • მოწმობის დამზადების;
  • ნოტარიუსის მომსახურების (საჭიროების შემთხვევაში);
  • საადვოკატო მომსახურების (საჭიროების შემთხვევაში);
  • სხვა (საჭიროების შემთხვევაში).

გირჩის წევრებმა 2017 წლის მარტში დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება, რაც წვევამდელებს ანიჭებს მღვდელმსახურის წოდებას.

ორგანიზაციის მიერ გაცემული მოწმობა არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიხედვით, საკმარისია სავალდებულო სამსახურის გადასავადებლად.