Black Sea Arena ავტოსადგომის მოსაწყობად 2,6 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს
შპს ბლექ სი არენა ჯორჯია ნატანებში (შეკვეთილი) საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოსაწყობად 2 636 000 ლარს დახარჯავს. ამ თანხის ფარგლებში მომსახურების შეძენა პირდაპირი წესით იგეგმება და უფლების მისაღებად კომპანიამ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს.
კომპანიის დირექტორმა, ანა კავლელიშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ შესყიდვის ფარგლებში დაგეგმილია ორი ათასზე მეტი ავტოსადგომის მოწყობა. მისი თქმით, ბლექ სი არენაზე მანამდე ჩატარებულმა ღონისძიებებმა აჩვენა, რომ ავტოსადგომების დამატება იყო საჭირო.
"ბლექ სი არენას საკონცერტო დარბაზს არ გააჩნია მიმდებარე ტერიტორია, რომელზეც შესაძლებელია განთავსდეს საკმარისი მოცულობის ავტოსადგომი. იმის გათვალისწინებით, რომ დარბაზი მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მიუვალ ადგილას აუცილებლობას წარმოადგენს დარბაზში ჩასატარებელი ღონისძიებაზე დამსწრე პირებისათვის, მათ შორის შშმ პირთათვის, ავტოსადგომის მოწყობა სანიაღვრე არხებით, მცირე ზომის გამწვანების ზოლებით, განათებით, ავტოსადგომზე მისასვლელი მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნებით, სამელიორაციო არხსა და ავტოსადგომს შორის გამყოფი ბარიერებითა და უსაფრთხოების სისტემებით," - აღნიშნავენ კომპანიაში.
გარდა ავტოსადგომის მოწყობის ხარჯისა კომპანიას მოუწევს ავტოსადგომის ტერიტორიის იჯარის თანხის გადახდა. კომპანიამ შესაბამისი ხელშეკრულება დღეს, პირველ მაისს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, ბლექ სი არენა წელს ყოველთვიურად შვიდი ათას ლარს გადაიხდის, მომავალი წლიდან კი ეს თანხა 11 250 ლარამდე იზრდება.
ბლექ სი არენაზე მიმდინარე წლის 20 მაისს Aerosmith-ის კონცერტი იმართება, რომელიც საქართველოს ბიუჯეტს დაახლოებით 5,5 მილიონი ლარი უჯდება.
Black Sea Arena საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ქართუმ ააშენა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, საკონცერტო დარბაზის ღირებულება 200 მილიონი ლარია. ივანიშვილმა საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს 2016 წლის ივლისში აჩუქა. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასა და ივანიშვილს აკრიტიკებდა, რომ მსგავსი საჩუქრის შენახვა ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვებოდა.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები