TV პირველი მზადაა, საერთო დებატების გამართვაზე, ქართული ოცნების შეთავაზებას დათანხმდეს. ამის შესახებ On.ge-ს არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო შუბლაძემ განუცხადა.

"გააჩნია სხვა არხები რა ფორმატზე შეთანხმდებიან. ჩვენი მხრიდან TV პირველი მზადაა დაიწყოს მოლაპარაკება კოლეგებთან, რომ დავთმოთ ჩვენი სტუდია და ჩვენი გარემო იმისთვის, რომ ზუსტად გავუნაწილოთ დრო ყველა კანდიდატს და ყველა არხის წამყვანს. სიამოვნებით დავუთმობდით ჩვენს ეთერს ისე, რომ იყოს საერთო სიგნალი და მერე ყველამ უყუროს", - განაცხადა ნინო შუბლაძემ.

საერთო დებატების გამართვაზე On.ge საზოგადოებრივ მაუწყებელს, რუსთავი 2-სა და იმედსაც დაუკავშირდა. ამ არხებს ამ ეტაპზე საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ არ უსაუბრიათ.

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს განაცხადა, რომ მათი კანდიდატი მზადაა საერთო დებატში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ყველასთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს.