საქართველოს ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ლართან დაკავშირებით პროგნოზებისგან კვლავ თავს იკავებს. ამის შესახებ მან დღეს, 17 ნოემბერს, განაცხადა.

"საკმაოდ ბევრი ფორვარდული გარიგებები დაიდო ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა დაგვაკლდეს. ამავდროულად, რასაც ჩვენ ვუყურებთ, გამყიდველების მიმართულებით გარკვეული ინვესტორების აქტივობა უნდა გამოჩნდეს უახლოეს მომავალში. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველანაირი პროგნოზისგან თავს შევიკავებ", - აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ ლარს ე.წ. მცურავი გაცვლითი კურსი აქვს და ამ მიზეზით, დამახასიათებელია ცვალებადობა. მისი თქმით, ის ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც ლარის კურსზე ახდენს გავლენას პოზიტიურია.