ისნის სპეცოპერაციის დროს დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ისნის სპეცოპერაციის დროს დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ამ განჩინების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
შუამდგომლობის განხილვისას ბრალდების მხარემ რა არგუმენტები წარუდგინა სასამართლოს უცნობია, რადგან სხდომა დახურული იყო.
ამ დრომდე უცნობია ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირის ვინაობა. მის სახელსა და გვარს არც მისი ადვოკატი და არც პროკურორები ამხელენ.
სხდომის დაწყებამდე საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროკურატურას აქვს ყველანაირი დასაბუთება, რათა ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს. მისივე თქმით, მან ტერორისტული მიზნებისთვის შეიძინა საბრძოლო მასალები. მარშანიას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის არის თუ არა აჰმედ ჩატაევი, რაზეც პროკურორმა თქვა, რომ გვამები ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.
ბრალდების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა სასამართლოში 13 საათზე უნდა დაწყებულიყო. სხდომათა დარბაზთან მისულმა ჟურნალისტებმა გაიგეს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, დარბაზი შეიცვალა, რათა ჟურნალისტებს ბრალდებული ვერ დაეფიქსირებინათ. მანამდე კი, მისივე გადაწყვეტილებით სხდომა დაიხურა.
თბილისში, ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაჭრილია ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი, ერთი კი დაკავებულია.
გაიგეთ მეტი: რა ვიცით და რა არ ვიცით ისნის სპეცოპერაციის შესახებ
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები